სამართალი

გვენეტაძის თქმით, მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად მოსამართლეთა რესურსი უკვე არსებობს

15 თებერვალი, 2016 • 1095
გვენეტაძის თქმით, მოწმეთა დაკითხვის წესის ასამოქმედებლად მოსამართლეთა რესურსი უკვე არსებობს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დღეს იმ ტექნიკურ, ორგანიზაციულ და საკადრო საკითხზე იმსჯელეს, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებას უკავშირდება.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო 20 თებერვალს მოწმეთა დაკითხვის წესის ამოემედებისთვის მზად იქნება:

“მოგეხსენებათ, წინა კვირას ჩვენ გვქონდა კონკურსი და 22 მოსამართლე გავამწესეთ საკონკურსო პოზიციებით საერთო სასამართლოების სისტემაში, ამ მიზნით, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებას არ შეეშალოს ხელი. მოსამართლეთა რესურსი ფაქტობროვად არსებობს უკვე სასამართლოებში, ორგანიზაციული საკითხები, რომელიც დღეს იქნა გადაწყვეტილი, ძირითადად უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგიის შექმნას, რომელიც მიზანმიმართულად იქნება ორიენტირებული მოწმეთა დაკითხვის საკიტხებთან დაკავშირებით, რამდენიმე ორგანიზაციულ–ტექნიკური გადანაცვლება გაკეთდა, მობრძანებული იყო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრუელბელი და თითქმის დეტალურად გავიარეთ საკითხები,”– განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, 20 თებერვლამდე კიდევ იგეგმება რამდენიმე ტრენინგის ჩატარაება. გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვა ბულაჩაურის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში მოხდება. იგი ვარაუდობს, რომ ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები 20 თებერვლისთვის მოგვარებული იქნება და ხელი არ შეეშლება არ კანონის ამოქმედებას.

“ჩვენ გონივრულად მიგვაჩნია, ამ ტერნინგების საშუალებით, რომ ამოვწურავთ ყველა პირვანდელ პრობლემურ საკითხებს, მოსამართლეები იქნებიან მზად ამ  წესებისთვის, მდივნები, სასამართლო აპარატის თანამშრომლები, გზადაგზა რა პრობლემაც წარმოიშვება, ბუნებრივია, გაგრძელდება ეს პერმანენტული მომზადება და შეთანხმება სასამართლო კორპუსთან,”– განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის თანახმად, მოწმე არ იქნება ვალდებული, გამომძიებელს მისცეს ჩვენება და თუკი მოწმე უარს იტყვის გამომძიებელთან და პროკურორთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე, მაშინ მას მოსამართლის თანდასწრებით დაჰკითხავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი