სამართალი

მოქმედმა პოლიციელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა – საგამოძიებო სამსახური

19 სექტემბერი, 2023 • 3244
მოქმედმა პოლიციელმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა – საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი ბაჩანა კვარაცხელია აცხადებს, რომ მომხდარს მათი არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ

გამოძიება 2 ან მეტი პირის განზრახი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებული მოქმედი პოლიციელია, გამოძიებას სხვა საგამოძიებო ორგანოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

რა უნდა ვიცოდეთ

ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.

ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

ამ თემაზე გირჩევთ:

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი