სამართალი

რემა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მერაბიშვილის დაანონსებული სცენარია

5 აგვისტო, 2015 • 2654
რემა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მერაბიშვილის დაანონსებული სცენარია

რემა ჟვანიამ პროცესზე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია ადეიშვილთან და მერაბიშვილთან მეგობრული არასდროს ყოფილა. 

 

“ვიცოდი, რომ ეს მერაბიშვილის დაანონსებული სცენარია და ვინ არის რეჟისორი, მე არ ვიცი. მგონი ალბათ მთავარი, ყოფილი. რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები. დახურულ ფანჯარაში არასდროს არ გაჩერდებოდა, არსად. დიეტაზე იყო და 7–ის მერე არაფერს არ ჭამდა,”– განაცხადა რემა ჟვანიამ.

 

მან პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ რაულ უსუპოვის შესახებ არ სმენოდა. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას ბინა არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა. გარდა ამისა, რემა ჟვანიიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას მისი გარდაცვალების ღამეს, სახლიდან გასვლამდე ადეიშვილმა დაურეკა.

 

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. 

 

რემა ჟვანია
რემა ჟვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი