სამართალი

ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე დავით კოდუა და ლაურა ღაჭავა დაიკითხნენ

15 მარტი, 2013 • 1391
ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე დავით კოდუა და ლაურა ღაჭავა დაიკითხნენ

როგორც შსს-ში განმარტავენ, ლაურა ღაჭავა და დავით კოდუა ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე დაიკითხნენ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ლაურა ღაჭავამ მედიასთან საუბარში მხოლოდ ის განაცხადა, რომ დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 


2012 წლის 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო,  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გიორგობიანის განცხადებით, გეგმა მიზნად ისახავდა ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას.   


მაშინ ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტებს კონკრეტული ფაქტის შესახებ უამბო. მისი თქმით, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი  ქართუს გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, შესრულება ჯაბა ებანოიძემ დააბარა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ოთარ აგლაძეს.  აღნიშნული პირები დაუკავშირდენენ ხელისუფლებასთან დაახლოვებულ იმ ბიზნესმენებს,  რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ ბანკ ქართუში, ასეთ კომპანიებს შორისაა მცხეთა -მთიანეთის გუბერნატორის იაგო ჩოჩელის შპს „ინტერპლასტი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ნათესავების საწაროები- „პირიმზე“ და სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა ღაჭავა“,  მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები- “ლოგოსი” და ამხანაგობა “თეთრი სახლი’



მასალების გადაბეჭდვის წესი