სამართალი

ხელვაჩაურის ახალი გამგებელი დააკავეს

13 მარტი, 2013 • 1169
ხელვაჩაურის ახალი გამგებელი დააკავეს

შსს-ს ცნობით, მათ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა  ედებათ ბრალად.

 

გამოძიების ინფორმაციით, ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის  დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.


“კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს,  დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს, მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში  კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.

 

ხელვაჩაურის გამგებელმა  და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 332-ე  მუხლის 1–ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  ჩაიდინეს. გამოძიებას  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

ლევან ლორთქიფანიძე და ნოდარ შარაბიძე თანამდებობებზე ახალი წლის შემდეგ დაინიშნენ. არჩევნებამდე კი ლევან ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა ხელვაჩაურში.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში იმყოფება მურმან დუმბაძეც – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მურმან დუმბაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი