სამართალი

ekhokavkaza.com: ახმედ უმაროვი თბილისშია

10 სექტემბერი, 2012 • 1783
ekhokavkaza.com: ახმედ უმაროვი თბილისშია

“ეხო კავკაზას” ცნობით, თბილისში მყოფი ახმედ უმაროვი, დოკუ უმაროვის (რომელიც საკუთარ თავს ჩრდილო კავკასიის ემირს უწოდებს) უფროსი ძმა თბილისშია. 

 

ამავე გამოცემის ინფორმაციით, უმაროვმა განაცხადა, რომ ქართული მხარე არ არის პასუხისმგებელი ჩეჩენი მოჯაჰედების მკვლელობაზე. თუმცა მან უარი განაცხადა მეტი განმარტაბების გაკეთებაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტის ხეობაში. მისივე თქმით, ჯერ არ დამდგარა დეტალებზე საუბრის დრო.

 

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ლოპოტის ხეობაში საქართველოს შს სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ 28 აგვისტოს დაიწყეს, რის შედეგადაც, ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 14 ადამიანი,  მათ შორის 3 სპეცრაზმელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. აღნიშნული 11 წევრიდან იდენტიფიცირებულია 7 ადამიანი, მათგან ორი – საქართველოს მოქალაქეა, პანკისის ხეობიდან, დანარჩენები კი ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ამასთანავე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია ამ ჯგუფის ერთი წევრი – ახმეტ ჩატაევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი