სამართალი

შსს: ლოპოტის ხეობაში დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრი

8 სექტემბერი, 2012 •
შსს: ლოპოტის ხეობაში დაკავებულია შეიარაღებული ჯგუფის ერთი წევრი

ამ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დაკავებული იყო დაჭრილი, მას გაეწია შესაბამისი სამდიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლოპოტას ხეობაში ძებნის ღონისძიებას.

 

შეგახსენებთ, სპეცოპერაცის ლოპოტის ხეობაში 28 აგვისტოს დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 3 სპეცრაზმელი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. მათგან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 7, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ჯგუფის სხვა ლიკვდირებული წევრები ჩეჩნეთში დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი