“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლების მხრიდან მორიგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი პარტიის წევრი სერგო ჩაჩიბაია ზუგდიდში დააკავეს.
ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან ჩაჩიბაიასთან უცხო პირი მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად ჩაჩიბაიას მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია:
“თუმცა ადგილზე მაშინვე გაჩნდნენ პოლიციელები და ის დააკავეს. ჩვენ ზუგდიდის ყველა პოლიციის განყოფილება შემოვიარეთ, თუმცა სერგო ჩაჩიბაია პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ აღმოჩნდა. ჩვენ მივმართეთ სამხარეო პოლიციას თხოვნით, დადგინდეს ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელი”, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.