სამართალი

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

8 დეკემბერი, 2011 • • 1198
ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო გადაიდო

 

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის შეწყვეტის უკანონობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბრისთვის, მოსამართლის ავადმყოფობის გამო, გადაიდო.

 

ივანშვილ-ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა 5 დეკემბერს გაიმართა, რა დროსაც საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე შოთა გეწაძემ 8 დეკემბერს, 14:00 საათზე, დანიშნა. ამას უკმაყოფილება მოჰყვა მოსარჩელეთა წარმომადგენლების მხრიდან. ისინი პროცესისთვის მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე დღეს ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება იმ დროს არ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ 2011 წლის 11 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა. იმავე დღეს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა № 602 ბრძანებულებას, რომლითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და რომელიც ივანიშვილის მხარეს, მისი ადვოკატის თქმით, 14 ოქტომბერს გადაეცა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოსგან ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას ითხოვენ. სასამართლოში მათი მოპასუხეც სწორედ მიხეილ სააკაშილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი