სამართალი

ივანიშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს

4 ნოემბერი, 2011 • • 984
ივანიშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მიმართავს და სთხოვს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოკლე დროში შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან  მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და მოახდინოს ფაქტის შეფასება.

ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი მზადაა, გიორგი ტუღუშს მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, რაც სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლასა და მის დროულ რეაგირებაში დაეხმარება. განცხადებას ბიძინა ივანშვილის პრესსამსახური დღეს, 4 ნოემბერს ავრცელებს.

ბიზნესმენის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ის სასამართლოსგან საქართველოს პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებას მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. წარმოდგენილ სარჩელზე სამოქალაქო რესსტრის სააგენტო შესაგებელს სასამართლოში ორშაბათს, 7 ნოემბერს შეიტანს.

ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ბიზნესმენმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო 2010 წელს. ის მოქალაქეობის შეწყვეტას ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი