სამართალი

აზერბაიჯანიდან 12 კგ ოქროს ზოდის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19 აპრილი, 2016 • 1725
აზერბაიჯანიდან 12 კგ ოქროს ზოდის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად უპრეცედენტო რაოდენობის, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიების ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ გ.-მ და ელმან ჰ.-მ, საბაჟო გამშვებიპუნქტ “წითელი ხიდის” გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ გ.-ს ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი.

ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი