დააკავეს კაცი, რომელიც კახეთში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ განუცხადა.

ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლინა კურტამ გაავრცელა წარწერით, რომ საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან და სცემენ ქალებს რუსული საუბრის გამო.

„ჩვენი დასვენება კოშმარად იქცა, როდესაც ერთმა მამაკაცმა — მას შემდეგ, რაც სასტუმროში რუსული საუბარი გაიგონა — ჩვენს ნომერში შემოგვივარდა (ჩვენი ნომერი მას მისაღებში უთხრეს) და ჩემი მეგობარი სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულად საუბრობს“, — დაწერა მან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Polina Kurta (@poli_mua)

დაკავებული გიორგი ჭიღლაძეა. ის გურჯაანის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძა­ლა­დო­ბას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რაც მოხ­და. ჩემი მე­ო­რე ძმის ქორ­წილ­ში ეს გო­გო­ე­ბი ხმა­უ­რის გამო ორ­ჯერ გვას­ხამ­დნენ წყალს (აპა­რა­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით და და­ზი­ან­და კი­დეც). გვა­ფურ­თხებ­დნენ და გვა­გი­ნებ­დნენ და ამას­თან, ვი­დე­ოს გვი­ღებ­დნენ… ჩემი ძმა არ ასულა იქ საჩხუბრად. ავიდა რომ ეთქვა, ქორწილში ამგვარი საქციელი მიუღებელია. ამის შემდეგ ამ ქალმა მოსთხოვა რუსულად საუბარი, რადგან ჩემს ნომერში ხარო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, რომ თავის ქვეყანაში ან ქართულად ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა. ამის შემდეგ კრა ჩემს ძმას ხელი და ინსტინქტურად ეს ყველაფერი მოხდა“, — წერს დაკავებულის ძმა, კახა ჭიღ­ლა­ძე.

განცხადება გაავრცელა სასტუმრომაც.

„ინ­ცი­დენ­ტი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ცალ­კე­უ­ლი სტუმ­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბით და არ ასა­ხავს ჩვე­ნი სას­ტუმ­როს ან ჩვე­ნი გუნ­დის ქცე­ვას ან ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ყვე­ლა სტუმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა, და­ცუ­ლო­ბა და კომ­ფორ­ტი ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია და ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გან­ხილ­ვას, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვა. ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის პა­ტი­ვის­ცე­მის გამო, და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე არ გა­ვა­კე­თებთ“, — წე­რია სას­ტუმ­როს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.

დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.