სამართალი

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა [video]

13 სექტემბერი, 2011 • 1183
პოლიციამ  გაფიცულებს კარავი დააშლევინა [video]

სამართალდამცავებმა ქუთაისში გაფიცულ მუშებს მეტალურგიული ქარხნის წინ გაშლილი კარავი დააშლევინეს. პოლიციელები გაფიცულ მუშებთან, რომელთაგანაც ორმა შიმშილობა დაიწყო,  10.30 წუთზე გამოჩნდნენ.  მათ გაფიცულებს განუცხადეს, რომ არ ზღუდავენ მათი გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა კარვის აღება მოთხოვეს. გაფიცულებმა კარავი ქარხნიდან მოშორებით გადაიტანეს, რის შემდეგაც პოლიციამ კარავი დაშალა და პოლიციის ავტომანქანაში მოათავსა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, სამართალდამაცევბმა კარავი მფლობელს დაუბრუნეს.  სამართალდამცავები არ პასუხობდნენ “ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას.
აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მეტალურგიული ქარხნის ორი მუშა პროტესტის ნიშნად შიმშილობას ქარხნის სიახლოვეს მდებარე ავტოსადგომზე, ავტომანქანაში გააგრძელებს.
ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის “ჰერკულესის”  მუშების ნაწილი დღეს გაიფიცა. ამჟამად სამართალდამცავები გაფიცულებიდან მოშორებით დგანან.

ამავე თემაზე:

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ


მასალების გადაბეჭდვის წესი