სამართალი

პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან

14 მარტი, 2016 •
პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით პოლიტისკოებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ამ ფაქტზე.

პარასკევს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციონერს ეკუთვნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი