ნეტგაზეთი | განახლებული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა განახლებული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა – Netgazeti
RU | GE  

განახლებული თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა

30 იანვარს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლის “აბესალომ და ეთერი” ფონზე გაიხსნა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ განახლებულ თეატრში სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა მოიყარეს თავი. მათ სპექტაკლის დაწყებამდე 1 საათით ადრე შენობის ეზოში დაიწყეს შეკრება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თეატრის გახსნას მინისტრები, ხელოვნების კრიტიკოსები, მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფონდ “ქართუს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიულოცა ფონდის მიერ პროექტის წარმატებით დასრულება. ბიძინა ივანიშვილი თეატრში არ გამოჩენილა. კვირიკაშვილმა ასევე მოუბოდიშა ყველა იმ ადამიანს, ვინც პრემიერაზე დასწრება ვერ შეძლო.

“პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა, როგორც ერთმა მოქალქემ, გიორგი კვირიკაშვილმა, მივულოცო საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ძალიან მნიშვენლოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამინს, ვინც ვერ ესწრება დღეს ამ წარმოდგენას. ამის კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნებათ მათ. სიამოვნებით დავუთმობდი მე მათ ჩემს ადგილს. უბრალოდ, ბევრნი არიან ალბათ და არ მინდა ასეთი უაზრო ჟესტი გავაკეთო,” – განაცხადა პრემიერმა.

სპექტაკლის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მიმართა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფონდს გაწეული სამსახურისათვის.

“ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს,” – აღნიშნა გიორგაძემ.

საზოგადოების იმ ჯგუფმა, რომელმაც სპეციალური მოსაწვევების არქონის გამო პრემიერაზე დასწრება ვერ შეძლო, თეატრის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა. უკმაყოფილება პრემიერისათვის განკუთვნილმა სპეციალურმა მოსაწვევბმა გამოიწვია. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ “ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო. როგორც ფონდში აცხადებენ, შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები: გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; რესტავრირება ჩაუტარდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს, ასევე,  ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილ, ავსტრიული ბროლით დამზადებულ 600-ნათურიან ჭაღს; საერთო ჯამში, ჭაღის და მთლიანად თეატრის განათების სისტემას აკლდა დაახლოებით 12 000 ერთეული ბროლის დეტალი. იმავე მონაცემების ბროლი ფონდმა “ქართუმ” კომპანია “სვაროვსკისაგან” შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ოპერის თეატრის განათების სისტემაში გამოყენებულ ბროლის ზოგიერთ დეტალს კომპანია აღარ აწარმოებდა, ფონდი “ქართუს” ძალისხმევით კი მოხდა ამ დეტალების სპეციალური შეკვეთა და დამზადება.

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში “გერიეცი” სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით თეატრის ფარდა დაიბეჭდა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებული შენობა. 30.01.16. ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. 30.01.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი

სპექტაკლი "აბესალომ და ეთერი". თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებული შენობა. 30.01.16. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გუკი გიუნაშვილი, მიშა მეფარიშვილი