ხელოვნება

საქართველოს 3 წარმომადგენელი ასტრიდ ლინდგრენის 2016 წლის პრემიის ნომინანტებში

17 ნოემბერი, 2015 • • 1521
საქართველოს 3 წარმომადგენელი ასტრიდ ლინდგრენის 2016 წლის პრემიის ნომინანტებში

ასტრიდ ლინდგრენის პრემია (ALMA) მსოფლიოს უდიდესი პრემიაა ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურაში. ყოველწლიურად გამარჯვებულ ნომინანტს ან ნომინანტებს 5-მილიონიანი საპრიზო ფონდიდან გადაეცემათ თანხა. მწერლები, ილუსტრატორები, ამბის მთხრობელები და წიგნიერების დონის ასამაღლებლად სხვადასხვა პროგრამაში ჩართული ადამაინი კანდიდატთა შორის ხვდებიან. პრემიის მიზანი  ბავშვებსა და მოზარდებში ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

 

პრემიის ჟიური ლაურიატებს სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუებისა და ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევს. პრემიას 2002 წლიდან შვედეთის ხელოვნების კომისია გასცემს, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას მას შვედეთის მთავრობა უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი