კინოხელოვნება

6 ფილმი, რომელთა პრემიერა გაზაფხულზე იგეგმება

16 მარტი, 2015 • 2212
6 ფილმი, რომელთა პრემიერა გაზაფხულზე იგეგმება

 1.  Divergent series: მეამბოხე 3D

მსოფლიო პრემიერა: 20 მარტი

რეჟისორი: რობერტ შვენტკე

როლებში: შაილინ ვუდლი, ტეო ჯეიმსი, ანსელ ელგორტი

 

“მეამბოხე” ვერონიკა როთის ბესტსელერის კინოეკრანიზაციის მეორე ნაწილია, რომელშიც ფილმის თავარი გმირი ტრისი კვლავ აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისათვის

 

 

 

2.  ფორსაჟი 7

მსოფლიო პრემიერაა: 3 აპრილი

რეჟისორი: ჯეიმს ვანი

როლებში: პოლ ვოლკერი, ვინ დიზელი, დვეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი, მიშელ როდრიგესი, ტირენს გიბსონი, ლუდაკრისი

 

ვოლ ვოლკერის სიკვდილის გამო ფილმის პრემიერამ 2015 წელს გადმოინაცვლა. ფილმში ვინ დიზელის გმირი შურისძიების მაძიებლების სამიზნე ხდება. გადასაღებმა მოედანმა კი უკვე ტოკიოს ქუჩებში გადაინაცვლა.

 

3.  შურისმაძიებლები: ალტრონის ხანა

მსოფლიო პრემიერა: 1-ლი მაისი

რეჟისორი: ჯოშ ვიდონი

როლებში: რობერტ დაუნინგ ჯუნიორი, კრის ევანსი, კრის ჰემსვორთი, სკარლეტ იოჰანსონი, მარკ რუფალო, ჯერემი რენერი, სამუელ ელ ჯექსონი

 

კინოს ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის მეორე ნაწილში დედამიწის ყოვლისშემძლე გმირები კვლავ ერთიანდებიან ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამჯერად მათ ხელოვნური ინტელექტის, რობოტ ალტრონის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.

 

4.  Mad Max: მძვინვარების გზა

მსოფლიო პრემიერა: 15 მაისი

რეჟისორი: ჯორჯ მილერი

როლებში: ტომ ჰარდი, შარლი სტერონი, ზოი კრავიცი, ნიკოლას ჰოულტი

 

დაახლოებით 30 წლის შემდეგ Max Max-ის სერიები კინოთეატრებს უბრუნდება. ამჯერად მთავარი პერსონაჟის, მაქს როკატანსკის როლს  არა მელ გიბსონი, არამედ ტომ ჰარდი ასრულებს.

 

 

5.  Pitch Perfect 2

მსოფლიო პრემიერა: 15 მაისი

რეჟისორი: ელიზაბეტ ბანკსი

როლებში: ანა კენდრიკი, რებელ ვილსონი, ბრიტანი სნოუ

 

სკოლის აკაპელა Barden Bellas ახლა უკვე მსოფლიო აკაპელების საერთაშორისო კონკურსში იღებს მონაწილეობას ამერიკის სახელით, რომელიც ჯერ არც ერთ ამერიკულ გუნდს არ მოუგია.

 

 

Pitch Perfect 2

 

6.  Tomorrowland

მსოფლიო პრემიერა: 22 მაისი

რეჟისორი: ბრედ ბირდი

როლებში: ბრიტ რობერტსონი, ჯორჯ კლუნი, ჰიუ ლორი, ჯუდი გრირი

 

მისტიკური ფენტეზი, რომლის მთავარი გმირიც დისნეის სამყაროს ამავე სახელწოდების ატრაქციონების პარკში აღმოაჩენს გამოგონილ სამყაროს და შეეცდება მისი დახმარებით იპოვოს რეალობა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი