კინოხელოვნება

ოსკარის 2014 წლის დაჯილდოვების ცერემონიალს ელენ დეჯენერესი უმასპინძლებს

3 აგვისტო, 2013 • • 1348
ოსკარის 2014 წლის დაჯილდოვების  ცერემონიალს ელენ დეჯენერესი უმასპინძლებს

“ეს ოფიციალური ინფორმაცია, ოსკარს მე ვუმასპინძლებ. მადლობა კინოაკადებიას, ჩემს ცოლს პორტიას და აი, ორკესტრისს ხმაც ისმის”– დაწერა ელენ დეჯენერესმა ტვიტერზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია ოსკარის მეორედ მასპინძლობის შესაძლებლობით. 

 

ელენ დეჯენერესმა ოსკარის 79–ე დაჯილდოების ცერემონიალს 2007 წელს უმასპინძლა. შოუ  39.9-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. თავად მასპინძელმა კი ემის ნომინაცია დაიმსახურა. 

 

პროდიუსერებმა კრეიგ ზადანმა და ნეილ მერონმა განაცხადეს, რომ ელენ დეჯენერესი  მშვენიერი არჩევეანია:

 

” ძალიან ცოტა ვარსკვლავია დღეს, რომელიც დაჯილდოვებულია ელენის მსგავსი იუმორით და ჰუმანურობით”. 

 

შერილ ბუნ ისააკი, რომელიც კინოაკადემიის პრეზიდენტად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს, ამბობს, რომ დაუყოვნებლივ დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას, და ელენ დენჯენერესს შოუსთვის საუკეთესო მასპინძლად მოიაზრებს:

 

” ჩვენ ველოდებით საინტერესო, გასართობ და სახალისო შოუს”– აღნიშნავს კინოაკადემიის პრეზიდენტი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი