კინოხელოვნება

“ერთ კაცს ვუყვარდი”[VIDEO]

23 მაისი, 2012 • 2280
“ერთ კაცს ვუყვარდი”[VIDEO]

ფილმი ორი მეგობრის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ისინი თბილისის ძველ უბანში ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანები არიან. ერთი– მოწესრიგებული, მეორე – თავქარიანი. სევდიანი და სახალისო ისტორიებიც მათ გარშემო ვითარდება, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ იძაბება, როცა საქმეში მამაკაცი ერთვება, თუმცა მსახიობებიც და რეჟისორიც უფრო მეტი დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ.

ფილმში, რომლის სცენარიც ანა კორძაია–სამადაშვილის ნოველის მიხედვით დაიწერა, მთავარ როლებს მსახიობები ია სუხიტაშვილი და თამარ ბზიავა ასრულებენ. გადაღებებს რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს:

“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კინემატოგრაფიაში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორები მოდიან, რაც მთავარია, ექსპერიმენტატორები, რა თქმა უნდა, მეტი მუშაობა ჭირდებათ და ცოტა ფულიც და დარწმუნებული ვარ, ქარულ კინოს ძალიან ბევრს შესძენენ. ვფიქრობ, პროექტი ძალიან საინტერესო გამოდის”, – ამბობს ნანა ჯორჯაძე.

“ერთ კაცს ვუყვარდი” – ასეთია ფილმის სახელწოდება რომლის გადაღებებიც დღეს დაიწყო.

გადაღება თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული კინოპროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი “20/12” საბოლოოდ 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ითვალისწინებს, რომლებიც ერთ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ ფილმად შეიკვრება.

საბოლოო პროდუქტის პრემიერა 17 დეკემბერს თიბისი ბანკის იუბილეზე შედგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი