რეკლამა

სოზარ სუბარმა  გორში  დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა

5 მაისი, 2017 •
სოზარ სუბარმა  გორში  დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა  და  ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ  გორში,  8  დევნილ ოჯახს  ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში გორში, სხვადასხვა ობიექტებში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში ახლადგარემონტებული ბინები სოციალურ სახლში, ყოფილი სასტუმროს შენობაში, საბავშვო ბაღის შენობასა და ე. წ „ტურბაზის ჩასახლების“  ხის კოტეჯებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ.   კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით,  სამინისტრო გორში მცხოვრები დევნილებისთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს. 2017 წელს  დასრულდება 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალ ბინას კიდევ 480 ოჯახი მიიღებს.

„ეს ოჯახები ცხოვრობდნენ გორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებში და დღეს ეს ობიექტები დავცალეთ. ერთ-ერთი ასეთი შენობა არის სოციალური სახლი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები  შესახლდებიან   მას შემდეგ,  რაც დევნილი ოჯახები დაცლიან საცხოვრებელ ფართებს.  მეორე,   ბაზრის  ტერიტორიაზე ყოფილი სასტუმროს შენობა,  რომლითაც ინვესტორია დაინტერესებული.  ყველა ასეთი ობიექტი ბოლომდე არ დაცლილა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი