რეკლამა

სოზარ სუბარი – საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა

6 მარტი, 2017 •
სოზარ სუბარი – საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა თავშესაფრის გახსნის თაობაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება განხილული.  ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებების ვერ მოხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენ გვყავს 274 000 საკუთარი დევნილი  ქვეყნის შიგნით, რომელთაგან დაახლოებით ორ მესამედს დღემდე არ მიუღია ბინა და ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით ვერ აიღებს.  ჩვენ ძალიან პატიოსნად, ძალიან წესიერად ვასრულებთ სართაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნაკისრი გვაქვს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრებს.

ვასრულებთ საეთაშორისო მისიებში მონაწილეობით და ლტოლვილების მიღების თვალსაზრისითაც.  ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოში, მე პირდად მქონდა მასთან შეხვედრა და მსგავსი საკითხი არ განხილულა არც ჩემთან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც პრემიერ-მინისტრთან. ეს არის მისი ინიციატივა, რომელიც  წამოაყენა, ინიციატივასაც ვერ დავარქმევ ეს არის მისი სურვილები. ოფიციალური ვალდებულება ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი