ეკონომიკა

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი “ცისკარი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

26 თებერვალი, 2016 • 2103
წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი “ცისკარი” აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით გასაყიდად გამოიტანა.

სამინისტროს ცნობით,  ყოფილი სანატორიუმის, “ცისკარის” საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომიც მოეწყობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმ „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმის, „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 80-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და 260 სასტუმრო ნომერს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი