ახალი ამბები

სათაფლიის ტურისტული ინფრასტრუქტურა აუქციონზე გამოაქვთ

10 ივლისი, 2018 •
სათაფლიის ტურისტული ინფრასტრუქტურა აუქციონზე გამოაქვთ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს სათაფლიის აღკვეთილის ტურიტული ინფრასტრუქტურა აუქციონზე 20 წლით სარგებლობისთვის გადასაცემად გამოაქვს.

ელექტრონული აუქციონზე იჯარით გაიცემა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო კაფეტერიით (სასტუმროს ფართია-640,54 კვ.მ; კაფეტერიის ფართია-175,78 კვ.მ) და გადასახედთან არსებული კაფეტერია (შედგება: სარდაფი- 143 კვ.მ. პირველ სართულზე ფართი – 62,63 კვ.მ, ტერასის ფართი- 116,22 კვ.მ) (ს/კ 29.03.34.008) მასში არსებული ქონებით.

აუქციონის მიხედვით, დროებით სარგებლობაში გასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 1 695 523 ლარს. ქონების სარგებლობის ყოველწლიური საზღაური არ უნდა იყოს 25 433 ლარზე ნაკლები დღგს ჩათვლით. სარგებლობაში გადაცემის პირობები:

  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში
  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა
  • აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, უზრუნველყოს სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს და კაფეტერიის გამართული ფუნქციონირება
  • აუქციონში გამარჯვებულმა ყველა არქიტექტორული პროექტი (რენდერი), რომელიც დაკავშირებულია სარგებლობაში გადაცემულ ქონებასთან, წინასწარ შეათანხმოს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან
  • აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება პირველ სამ წელიწადში
  • აუქციონში გამარჯვებული იხდის გადაცემული ქონებაზე ყველა კომუნალურ გადასახადს, რისთვისაც ქონების გადაცემიდან 45 დღის განმავლობაში თავისი ხარჯით განახორციელებს გამრიცხველიანებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი