ნეტგაზეთი | პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია – Netgazeti
RU | GE  

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი შეარჩია

პრეზიდენტის ადმინისტაციაში  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩევის მორიგი ეტაპი დღეს დასრულდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შეფასების შედეგად წარმოდგენილი 6 კანდიდატიდან სამმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს კანდიდატები არიან კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და  გიორგი ბაქრაძე.

“კანდიდატები წინასწარ   შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ. ეს კრიტერიუმებია  – პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგია აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად  დღეს წარუდგენს.

გიორგი აბაშიშვილმა შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია შეფასების პროცესში ჩართულ ექსპერტებს წერილობით  უკვე მიაწოდა და პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

კანდიდატის შერჩევის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წარმომადგენლები”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com