ეკონომიკაკომენტარი

ბესო ნამჩავაძე: ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების 3 მიზეზი

25 იანვარი, 2016 • 1885
ბესო ნამჩავაძე: ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების 3 მიზეზი

“ვიზიარებ იმ აზრს, რომ სხვა [მეზობელი] ქვეყნების ვალუტების გაუფასურებას უარყოფითი გავლენა აქვს [ლარის კურსზე], რადგან ჩვენს სავაჭრო პირობებს აუარსებს, მაგრამ იმდენად არა, რომ ეს ყოველდღიურად ლარის კურსის -3 თეთრი გვიჯდებოდეს. ამას დაემატა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მოსახლეობაში მოლოდინების გაუარსება და სახელმწიფოსგან ბიუჯეტის დეფიციტურად ხარჯვა”, – ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

ეროვნული ბანკის მიერ ლარის დღევანდელი კურსით ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ასევე ევროსთანაც გაუფასურდა. მიზეზებსა და პროგნოზებზე ნეტგაზეთი ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

“ხელისუფლებაში რომ ისეთი ადამიანი არსებობდეს, ვის სიტყვასაც მოსახლეობა ძალიან ენდობა, დღესვე რომ თქვას ეს, კურსი ხვალ უკვე რამდენიმე თეთრით უკან წამოვიდოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი