ეკონომიკა

დაბეგრილები და დასაბეგრები საქართველოში

27 იანვარი, 2011 •
დაბეგრილები და დასაბეგრები საქართველოში

2011 წლიდან ამოქმედებულმა ახალმა საგადასახადო კოდექსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია ცალკეული მიმართულებებით. ახალ კოდექსში გაჩნდა საინტერესო ტერმინები „მიკრო“ და „მცირე“ ბიზნესი. კოდექსის კარგად გააზრებამდე ძალიან ბევრი დილეტანტურად საუბრობდა იმ თემაზე, რომ თითქოს ყველა ტიპის მცირე ბიზნესი განთავისუფლდებოდა გადასახადებისაგან. თუმცა, რეალობა სულ სხვაა.

საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსისი თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. მიკრო ბიზნესი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, ხოლო მცირე ბიზნესი იხდის დასაბეგრი შემოსავლის 3-5 პროცენტს.

მიუხედავად კოდექსში აღნიშნული ჩანაწერისა, საქართველოს მთავრობის დადგენილება № 415-ით განისაზღვრა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და საქმიანობებისა და შემოსავლების სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და, რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც ხორ­ციელ­დება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
  • ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
  • პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.
  • ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების დემონს­ტრი­რებისა და ჩვენებისა.
  • საცვლების წარმოება.
  • თავსაბურავების წარმოება.
  • დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.
  • ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება.
  • ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმო­ება.
  • ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების წარმოება.
  • ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ნა­­კე­თო­ბების წარმოება.
  • სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლისა და ინვენტარის წარ­მოება.
  • მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.          
  • აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის, ტუ­ჩის გარმონიკების წარმოება.
  • სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება.
  • ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნე­ბის რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების წარმოების, სა­ბი­თუმო და საცალო ვაჭრობისაგან დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ საქონლის წარ­მოების შესაბამის დაჯგუფებებს.
  • ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
  • საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
  • ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
  • საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგ­ნების რემონტი.
  • თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და და­მუ­შავება.
  • შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბა.

 

აღნიშნული საქმიანობების ჩამონათვალზე არ გავრ­ცელდება მიკ­რო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვარი, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პი­რი დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქ­მია­ნობას, არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და თავადვე ახორციელებს ჩა­მო­ნათ­ვალში მოცემული საქონლის ან/და მომსახურების წარმოე­ბას და საცალო წესით მიწოდებას საბოლოო მომხმარებელზე.

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას.

საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავ­ლებ­­­მა კა­ლენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადა­ა­ჭარბოს 30 000 ლარს.

სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანო­ტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახა­დო კონსულტანტთა) საქმიანობა.

სათამაშო ბიზნესი.

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისათვის დადგენილი კალენდარული წლის განმავლობაში მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავლის 30 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას

  • ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
  • ჩუქებით მიღებული შემოსავალი.
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქო­ნე­ბის რეა­ლიზა­ციით:

      ა) უძრავი ქონება;

      ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

      გ) ფასიანი ქაღალდები.

  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი.
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

 

 აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

  • საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას.
  • საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება).
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება.
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონ­სულ­ტანტთა) საქმიანობა.
  • სათამაშო ბიზნესი.
  • პერსონალით უზრუნველყოფა.
  • აქციზური საქონლის წარმოება.

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში

  • ქონების იჯარით გაცემა
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
  • ჩუქება.
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონე­ბის რეალიზაციით:

        ა) უძრავი ქონება;

        ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;

        გ) ფასიანი ქაღალდები.

  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი.
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.

პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი