ეკონომიკა

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

12 მაისი, 2010 • 1395
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს

12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი, როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ და გამავრცელებელი იყო.

ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება. წყაროების მიხედვით, ანდრია პირველწოდებული პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელითაც სხვადასხვა სასწაულები აღავლინა.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის გარდაცვალების დღეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი