უპასუხისმგებლო დაკრედიტება თუ მომხმარებლის არაინფორმირებულობა

ტაოპრივატბანკისსათავო ოფისში, პრობლემურ განყოფილებას თითქმის ყოველდღე აკითხავენ ბანკის მოვალეები. საკრედიტო ბარათზე დარიცხული დავალიანების გამო, 58 წლის მიშა, პრობლემურ განყოფილებაში დავალიანების გადანაწილების მიზნით მივიდა.

ტაოპრივატბანკისსათავო ოფისში, პრობლემურ განყოფილებას თითქმის ყოველდღე აკითხავენ ბანკის მოვალეები. საკრედიტო ბარათზე დარიცხული დავალიანების გამო, 58 წლის მიშა, პრობლემურ განყოფილებაში დავალიანების გადანაწილების მიზნით მივიდა.

მითხრეს აქცია დასრულდა, წლის ბოლომდე გვქონდაო, ახლა კიდე იმდენის შეტანა მითხრეს, რასაც ვერ გადავიხდი“.

მიშა ამბობს, რომ ბანკიდან წერილი მიიღო, სადაც ბანკი წერს, რომ მას სასამართლოში უჩივლებენ.

შემეშინდა და მოვედი, იქნებ რამე მოვახერხო და გადავიხადო“,–ამბობს ის.

ასეულობით მილიონი ლარი გაიცა საქართველოში საკრედიტო ბარათების დანრგვიდან დღემდე.

კრედიტინფოში, რომელიც საკრედიტო ინფორმაციის სფეროში საქმიანობს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 307.581-, მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამა თუ იმ ბანკში აღებულ საკრედიტო ბარათზე დარიცხულ დავალიანებას, ჯერაც ვერ ფარავენ.

2007 წლიდან დღემდე მხოლოდსაქართველოს ბანკმა” 360 მილიონი ლარის სესხი გასცა, 50 მილიონი ლარისტაოპრივატბანკმა”. ”ტიბისი ბანკმაკი მხოლოდ 2008 წელს 45 მილიონი ლარის სესხი გასცა საკრედიტო ბარათების მომხმარებელზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს საკრედიტო ბარათებზე დარიცხული თანხის დაფარვა გაუჭირდა, დღეს ბანკებში კვლავ პრიორიტულ სერვისად რჩება საკრედიტო ბარათები.

საკრედიტო ბარათი ნაწილია გადახდის სისტემის. ბარათი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი და ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით. საკრედიტო ბარათის მფლობელი სესხულობს ფულს, შენაძენისთვის და შემდეგ აბრუნებს მას ბანკში, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ.

საკრედიტო ბარათებმა, მისი დანერგვის დღიდან, 2007 წლიდან, დღემდე, გარკვეული ცვლილებები განიცადა. მაგალითადტაოპრივატბანკისბარათის დიზაინიც შეიცვალა და ფუნქციებიც. ბანკის საკრედიტო ხელმძღვანელის, სანდრო ლომაძის თქმით, ბარათის ყველა მომხმარებელს დაუკავშირდნენ და მათი თანხმობის შემდეგ ბარათი უფასოდ შეუცვალეს. დღეს ბანკის საკრედიტო ბარათის გამოყენება შეიძლება როგორც კრედიტის ფუნქციით, ასევე შესაძლებელია თანხის შეტანა, რომელსაც ბანკი პროცენტებსაც დარიცხავ.

სიახლე დანერგასაქართველოს ბანკმაც”, რომელმაც ბაზარზე ამერიკან ექსპრეს საკრედიტო ბარათი შემოიტანა.

ეს ბარათებია American Express Card და American Express Gold Card. პირველი გათვლილია მომუშავე პერსოალზე, 1000 ლარის ოდენობის ანაზღაურების მქონე პირებისთვის, ხოლო მეორე მაღალშემოსავლიანი კლიენტებისთვის.

მხოლოდ იმ ადამიანებზე გასცემდა და გასცემს საკრედიტო ბარათსდრიმქარდი” ”ბანკი რესპუბლიკა”, ვისაც ერთხელ მაინც ჩაერიცხა შემოსავალი აღნიშნულ ბანკში.

პროკრედიტბანკმაკი საერთოდ არ გამოუშვა საკრედიტო ბარათი, იმ მოტივით,რომ სამომხმარებლო დაკრედიტების ეს მექანიმზიუპასუხისმგებლოა”.

ჩვენ საკრედიტო ბარათები არ გვქონდა და თუ გვექნება არანაირ შემთხვევაში არ გვექნება იგივე სტილის, როგორიც აქვთ სხვა ბანკებს, საკრედიტო ბარათები არის იგივე სამომხმარებლო დაკრედიტების ერთერთი მექანიზმი და ის პრაქტიკა რაც სხვა ბანკებს გააჩნიათ, ჩვენ შეიძლება დავარქვათ ცოტა უპასუხისმგებლო, რადგან საკრედიტო ბარათის გაცემა ხდება ადამიანზე ძალიან მწირი ინფორმაციის საფუძველზე”,-ამბობს ნუკრი თეთრაშვილი, ”პროკრედიტბანკისმცირე ბიზნესის განვითარების კოორდინატორი.

ბანკების უმეტესობამ მომხმარებელს სესხის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა. ”საქართველოს ბანკსსპეციალურადორანჯისმომხმარებლისთვის გასული წლის ოქტომბრის თვეში აქცია ჰქონდა, სადაც დავალიანების გადანაწილება 24 თვეზე მოხდა. ”ტაოპრივატბანკსგასული წლის ბოლომდე ჰქონდა აქცია, სადაც ასევე ხდებოდა საკრედიტო ბარათზე დარიცხული დავალიანების რესტრუქტურიზაცია.

მიუხედავად ამისა, რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ბანკის მიმართ დავალიანება აქვთ.

სანდრო ლომაძე ამბობს, რომ შესაძლოა ხარვეზები საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით იყო, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში გადახდისუნარიანობის რისკები სწორად არ იყო გათვლილი.

რისკების გათვლა ბანკის ძირითადი საქმიანობაა, ამბობს საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი სოფიო ბალავაძე.

ბანკი წარმატებული ვერ იქნება, თუ არ აქვს გათვლილი რისკები, ბანკი სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს, ეს მუშაობის ძირითადი პრინციპია.”

სანდრო ლომაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ 2008 წლის ომი და ეკონომიკური კრიზისი არ იყო იმის მიზეზი, ბანკების პრობლემური სესხების მიზეზი :ზოგი იდეების და პრინციპების გამო არ აბრუნებს თანხას, როცა ჩვენ ვხედავთ,რომ ადამიანს მართლა არ აქვს არანაირი შემოსავალი, შეღავათს ვუკეთებთ, მაგრამ როდესაც ვიცით, რომ მისი შემოსავალი 5000 ლარია და ერთ დღეში შეუძლია სესხი დაფაროს, და მაინც არ იხდის, ეს არის პრობლემური“.

ლომაძე ამბობს,რომ ყველა ის პრობლემური სესხი, რომელიცტაოპრივატბანკს ჰქონდა, და რომელიც სასამართლომდე მივიდა, ბანკმა მოიგო.

სასამართლო პროცესის ხარჯები კი ბანკის კრედიტორს ეკისრება, შესაბამისად, ბანკი არაფერს კარგავს.

სოფიო ბალავაძე ამბობს,რომ საკრედიტო ბარათებს მომხმარებელი არასწორად მოიხმარდა. პროდუქტი ახალი იყო და მომხმარებლები ნელნელა სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიხმარონ საკრედიტო ბარათი. მიუხედავად გართულებული გადახდისა, ბანკის თქმით, საკრედიტო ბარათების გაცემის წესები არ გამკაცრებულა.

ამ ეტაპზე განაცხადის მიღება და დადასტურება ხდება ისევე, როგორცორანჯის დროს”, წესები არ გამკაცრებულა.”

ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური ფიქრობს,რომ კრიზისი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, არასწორი დაკრედიტების ბრალი იყო.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საბანკო სფეროში არსებულმა შეჯიბრებითობამგაეცათ ბევრი კრედიტი, შემდგომში გამოიწვია პრობლემები თავად ბანკებისათვისყოველგვარი საბუთის გარეშე შეიძლებოდა სესხის აღება, ამდენად ამან თაღლითური მექანიზმებიც გააჩინა საქართველოეკონომიკაში. სამწუხაროდ, ეს არ იყო საქართველოს გამოგონება, მთელ მსოფლიოში იყო, მაგრამ საქართველოში ამან განსაკუთრებული ფორმები მიიღო. აუცილებელი იყო გარკვეული შესწავლა, შემოსავლების დადასტურება, შეძლებდნენ თუ არა ეს ადამიანები სესხის გადახდას. რაც პრაქტიკულად არ ხდებოდა“,–ამბობს ხადური.

სანდრო ლომაძე ამბობს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი პირამიდით სარგებლობდნენ. ერთი ბანკიდან იღებდნენ ბარათს, მერე მეორედან იმისთვის, რომ ის გადაეფარათ და საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მივიდნენ.

ნოდარ ხადური ეჭვობს, რომ არასწორი დაკრედიტების საფრთხე ისევ არსებობს: „დღესაც არის უკვე იმისი მაგალითები, რომ მოსალოდნელია იგივე განმეორდეს, რაც ისევ გამოიწვევს კრიზისს ბანკებში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი