ეკონომიკა

თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გადასახადი 600 ევროდან იწყება

8 აგვისტო, 2011 • • 1195
თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული გადასახადი 600 ევროდან იწყება

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის,ბინალ ილდირიმის ინიციატივით, ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტული გავლისთვის საფასურის გადახდა სავალდებულო გახდება დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების და დახურული ძარის მქონე ყველა ავტოტრანსპორტის საშუალებისთვის. მათ შორის იგულისხმება მიკროავტობუსები, რომელთაც არ აქვთ სავარძლები.)

რაც შეეხება სატრანზიტო გავლის საფასურს, დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის გადასახდელი თანხა 1200 ევრო იქნება, ხოლო ცარიელისთვის კი – 600.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო „მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, თურქეთის გავლით მგზავრობდნენ, ტვირთის გადასატანად გადაკეთებული ტრანზიტული ნომრების მქონე მიკროავტობუსებით.“

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზად მიკროავტობუსის ტიპის გადაკეთებული ავტოსატრანსპორტო ტვირთების გადაზიდვის ნაკადის ზრდას ასახელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარე არ იქნა დროულად ინფორმირებული ამ გადაწყვეტილების თაობაზე, თურქეთმა გამონაკლისის სახით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გადასახადის გადახდის ვადად 1 მაისი დაასახელა.

შესაბამისად, თურქული მხარის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ დროიდან ამოქმედდება.

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საავტომობილო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლადო ქველაძემ აცხადებს, რომ ეს გადასახადი აქამდეც მოქმედებდა, უბრალოდ ახალი განკარგუელებით სატრანზიტო გადამხდელებს დაემატა ე.წ პიკაპის ტიპისა და სატვირთო დანიშნულების მიკროავტობუსები.

““ახალი წესი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როცა “პიკაპის” ტიპის ტრანსპორტი ან სატვირთო დანიშნულების მიკროავტობუსი ნაყიდია სხვა ქვეყნაში და საქართველოში თურქეთის გავლით ჩამოჰყავთ”,– განაცხადა ქველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი