ეკონომიკა

ელიტ-ელექტრონიქსის დამფუძნებელი ახალ კომპანიებს აყალიბებს

8 აგვისტო, 2011 • • 1039
ელიტ-ელექტრონიქსის დამფუძნებელი ახალ კომპანიებს აყალიბებს

ელიტ-ელექტრონიქსის მენეჯმენტი ახალ კომპანიებს აყალიბებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ ნეტგაზეთს განუცხადა.

მას შემდეგ, რაც ტიბისი ბანკმა არსებული მენეჯმენტი დაითხოვა და კომპანიის მართვა კრედიტორთა მენეჯმენტს გადააბარა, ელიტ-ელექტრონიქსი ათეულობით ადამიანმა დატოვა.

ანზორ ქოქოლაძის თქმით, ეს ის ძირითადი ბირთვია, რომელმაც ელიტ-ელექტრონიქსი შექმნა.

დღეს კი ელიტ-ელექრონიქსის ყოფილი მმართველი გუნდი კომპანიებს რამდენიმე მიმართულებით აყალიბეს:აუდიტი, აიტი და ფინანსური მომსახურება- ეს ის სფეროებია, სადაც გუნდი იმუშავებს.

ქოქოლაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები შეკვეთებზე მათ უკვე აქვთ.

თუმცა ეს სიახლე არ ნიშნავს, რომ ბრძოლა ელიტ-ელექტრონიქსისთვის დასრულდა.

ქოქოლაძე ამბობს, რომ სასამართლოს იმედი აქვს. სარჩელი შეტანილია საქალაქო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ ”კომპანიის არასწორად მართვის” მოტივით ტიბისი ბანკმა ელიტ-ელექრონიქსის დამფუძნებელს მენეჯმენტი დაატოვებინა. მიზეზი კი ის დავალიანებაა, რომელიც ელიტ-ელექტრონიქსს ბანკისგან კრედიტის სახით ჰქონდა აღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი