“დღესდღეობით ყველაზე მოგებული, სამწუხაროდ, ვართ ჩვენ, ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენ მივიღეთ კოლოსალური მოგებები ამ კურსის დევალვაციის გამო” – ეს განცხადება ნიკოლაიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა.
“რიკო კრედიტის” დამფუძნებელმა მიღებული მოგების მიზეზებზეც ისაუბრა:
“გამომდინარე იქიდან, როცა სესხები გაცემულია დოლარში და ხალხს უწევს გაცილებით მეტი ლარების გადახდა, ვიდრე საჭიროა. კურსებზე გაიზარდა სპრედები. თუ სავალუტო ოპერაციებზე, ვიდრე ლარი სტაბილური იყო, 60-80 ათასი იყო მოგება, დღესდღეობით 700 ათსი ლარია. გადაფასებებით მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ მივიგეთ მხოლოდ 5-მილიონიანი მოგება. ეს მოგება მოვიდა ჩვენი ხალხის გაღატაკებისაგან. ის ხალხი, რომელიც ჩვენთან მოდის, ის პენსიონერი, რომელსაც ვერ ვუხსნი, რომ როცა მან აიღო 2 ათსი ლარი, ახლა რატომ ვახდევინებ 2 300 ლარს. ჩემთვის ეს არის ჯოჯოხეთი. მე ამ მოგებას არ ვისუერვებდი, მაგრამ პასუხისმგებელი ვარ იმ დეპოზიტარების მიმართმ ვისგანაც დოლარში ფული გვაქვს მოზიდული.”
ლაშა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ლარის დევალვაცია იყო სპეკულაცია:
“ლარის მიმართ დღემდე იყო ნდობამ დღეს ეს ნდობა ქვეყანაში არ არის. ეს იყო წმინდა წყლის სპეკულაციამ რაც დღეს მოხდა საქარველოში.”
“რიკო კრედიტი” საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 1997 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემდგომ, კოპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.
11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.
ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 3 თვეში 200 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.