საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიზანია ობლიგაციები გამოუშვას საქართველოში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად.

 

“ობლიგაცია სახელად „ივერია” 200 მილიონი ლარის პროგრამის ნაწილია და ქმნის საფასო სტანდარტს საქართველოში კაპიტალის ბაზარზე IFC-ის შემდგომი ემისიებისთვის. პროგრამის ფარგლებში IFC-ის შესაძლებლობა ექნება დამატებით გამოუშვას ლარში დენომინირებული ობლიგაციები, როდესაც ქვეყანაში არსებული საბაზრო პირობები შესაბამისობაში იქნება კერძო სექტორის ფინანსურ მოთხოვნებთან” -აცხადებენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში. 

 

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი” ამ ობლიგაციის განმთავსებელია.

 

IFC-ის ობლიგაციის პირობებია- თანხა: 30 მილიონი ლარი; ფასის დაწესების თარიღი: 17 თებერვალი, 2015; ტრანზაქციის თარიღი: 17 თებერვალი, 2015; საბოლოო ვადა: 17 თებერვალი 2017; საპროცენტო განაკვეთი: 6.924%; საპროცენტო განაკვეთის სიხშირე: ნახევარ წელიწადში ერთხელ; დაფარვა: ერთიანი დაფარვა ვადის გასვლის ბოლოს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *