ეკონომიკა

დაწესდება თუ არა ჯარიმა დაუმუშავებელ მიწაზე? დისკუსია პარლამენტში

2 თებერვალი, 2015 •
დაწესდება თუ არა ჯარიმა დაუმუშავებელ მიწაზე? დისკუსია პარლამენტში

“კერძო საკუთრებაში არსებული 578 281 ჰექტარი სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწიდან თითქმის 250 ათასი ჰექტარი დაუმუშავებელი რჩება”- ეს ინფორმაცია ექსპერტებს, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მიაწოდა,  სადაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

 

“სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ძალიან ცოტა მიწის ფართობი მუშავდება და არსებული ინფორმაციით, ეს სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფართობის მხოლოდ 55-60%-ს აღწევს. კერძო მფლობელობაში არსებული 578 281 ჰექტრიდან თითქმის 250 ათასი ჰექტარი რჩება დაუმუშავებელი. პირადად მე მიმაჩნია, რომ უფრო წამახალისებელი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს და ნაკლებად ვუჭერ მხარს დასჯის კუთხით ადმინისტრირებას”, – განაცხადა აგულაშვილმა.

 

იმ ფერმერებისთვის, ვინც მიწას ვერ ამუშავებს, ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესების შესახენ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 21 იანვარს გაახმაურა. სოფლის მეურნეობის მნისტრმა ოტარ დანელიამ კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან გააკეთა. შემდეგ კი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა: 


“ხელისუფლების მიდგომა ასეთია – ერთი მხრივ, პირობითად შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრეაბში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს. მნიშვნელოვანია გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ, გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს”. 

 
24 იანვარს კი “ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ აღნიშნული ინიციატივა მათ უწყებას არ ეკუთვნის. სამინისტროშო განმარტავენ, რომ ამ საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებს, რადგან სოფლად საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების  განხორციელების ვადები ახლოვდება. 

 

იმ ფერმერებისთვის, ვინც მიწას ვერ ამუშავებს, ფინანსური ჯარიმების დაწესებას უარყოფითად აფასებს ახალი ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენელი გია ჯანდიერი, რომელიც ამ ინიციატივას კერძო მესაკუთრეზე თავდასხამად აფასებს:  

 

“რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ასეთი კანონის მიღება, რომელიც დააჯარიმებს მიწათმესაკუთრეებს? ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი, რომ ინვესტორებმა საქართველოში კაპიტალის შემოტნისაგან თავი შეიკავონ. ჩვენ უნდა წავიდეთ იმ მიმართულებით, რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი. კონსტიტუცია საკმაოდ სერიზულად იცავს კერძო საკუთრებას, ამიტომ სასურველი იქნებოდა გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რამდენად სწორია კერძო მესაკუთრეზე ასეთი თავდასხმა. მგონია, რომ საქართველოში არსებულ კერძო მესაკუთრეებს, რომელთაც ვერ დაამუშავეს მიწა, აქვთ ამის მიზეზი. უნდა შევისწავლოთ, რა ხდება სინამდვილეში და რატომ არ უღირთ ადამიანებს მიწის დამუშავება.”

 

ორგანიზაცია “ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივას” ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა სოფლის მეურნეობის სექტორს კაპიტალდაბანდებებისთვის ნაკლებად მიმზიდველს გახდის: 

 

“ზოგადად ჯარიმების სისტემა არ ამართლებს. აქ საკითხი უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ვინმესთვის რომ არ გახდეს ჯარიმა დაშიენბის ინსტრუმენტი, უნდა ამუშავდეს წამახალისებელი ფაქტორები. ის მიზნები, რისი რეალიზებაც ჩვენ გვინდა, შეიძლება რეალიზებულ იქნას მხარდაჭერის პროექტებით. კერძოდ, ვინც ეკონომიკურ საქმინობას ეწევა მიწაზე, გავათავისუფლოთ მოსაკრებლის გადასახადისაგან. ამ შემთხვევაში  საუბარი იმაზე, რომ ინვესტორის უფლება შელახული იქნება, არ იქნება რეალური. ჯარიმების სისტემა ვერც ფისკალურ შედეგს მოიტანს. ჩვენ დავაჯარიმებთ ერთ წელს, მეორეს, მესამეს. ეს დავალიანებები დაგროვდება და, საბოლოო ჯამში, რას გავაკეთებთ, მიწას ჩავომართმევთ? ჩვენ ჯარიმების სისტემაზე უნდა ვთქვათ უარი და ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ ბიზნესისთვის მიმზიდველად ვაქციოთ სოფლის მეურნეობა.”

 

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გარლიანი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა ჯარიმებს დააწესებს, უფრო მეტი მიწა აღმოჩნდება სახელმწიფოს ხელში:

 

“თუ წავალთ მკაცრი ადმინისტრირებით, იმაზე მეტი მიწა აღმოჩნდება სახელმწიფოს ხელში. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ფაქტი ერთია, საკმაოდ მცირე რაოდენობის მიწის ნაკეთებს ფლობს მოსახლეობა საკუთრებაში. მისი პროპორცია უნდა იყოს გაცილებით მაღალი. მთვრობას გარკვეული არ აქვს მიწის მიმართ პოლიტიკა. გადადის კერძო მფლობელებზე, რომელთაც პრობლემასთან კავშირი არ აქვს. მთავარია პატრონი ყავდეს მიწას. სახელმწიფო ვერ იქნება პატრონი. საქართველოში უნდა გაკეტდეს მიწის ლოტები. ყველა რეგიონში უნდა გამოვყოთ და განისაზღვროს რაოდენობა, რომელიც მიეყიდება მსურველებს.”

 

აღნიშნულ ინიციატივას ეწნააღმდეგებიან ფერმერებიც. ბაჩუკი გონაშვილი, რომელიც ტარიბანაში მიწას ფლობს, აცხადებს, რომ მთავრობა ჯარიმების და დაშინების პოლიტიკით წრმატებას ვერ მიაღწევს: “ვიდრე მელიორაციის საკითხი არ გადაწყდება, ჯარიმების შემოღება შედეგს ვერ მოიტანს. ფერმერები მიწას ვერ რწყავენ. იგვე უცხოლებიც, ინდოელებს 400 ჰექტარი აქვთ ნაყიდი ტარიბანაში და ვერ ამუშავებენ. მიწის გადასახადს იხდიან და ზარალზე გადიან.” 

 

სოფლის მეურნეობის სამნისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება.

 

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება. შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია.

 

“ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს” -აცხედბენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი