„ბოლო წლებში სამომხმარებლო ფასები განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევა. ეს ტენდენცია გაგრძელდება. მომავალი წლისათვის ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არ იქნება. მისი მაჩვენებელი დაახლოებით 3,5–4 პროცენტის ფარგლებში იქნება“, _ აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ეს კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ლარის კურსის ვარდნის გამო პროდუქციის გაძვირების საკითხის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში ინფლაცია არ იქნება მაღალი.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა პროექტის _ „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის“ _ ფარგლებში გაიმართა.
საქსტატის მონცემებით, 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით სირსათი და ალკოჰოლი 6,2% –ით გაძვირდა და ინფლაციის მაჩვენებელში 1,9% შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში 4,8%-ით გაძვირდა ჯანდაცვა და ინფლაციაში 0,53 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის ნოემბერში 2013 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,8% შეადგინა.