25 ნოემბრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0025 პუნქტით გამყარდა, ევროს მიმართ 0,0029 პუნქტით გაუფასურდა.

 

25 ნოემბერს სებ–ის მიერ გამოცხადებული ოფიაციალური კურსით 1 აშშ დოლარი – 1,8217 ლარს, ხოლო 1 ევრო– 2,2599 ლარს შეადგენდა. 

 

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ყიდვა  1,84 ლარად იყო შესაძლებელი, სავალუტო ჯიხურებში კი, 1,85 ლარად. 

 

25 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ლარის გასამყარებლად ინტერვენციების განხორციელება  დაიწყო.

 

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.8192 შეადგინა. 

.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *