ეკონომიკა

კალაძე: შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

17 ნოემბერი, 2014 •
კალაძე: შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

“შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება. პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად, 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას” –განაცხადა კახა კალაძემ. 


2014 წლის  20 სექტემბერს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.

 

„შაჰ-დენიზის” მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.


მასალების გადაბეჭდვის წესი