ახალი ამბები

მარგველაშვილი: ირაკლი ალასანია ეფექტური მინისტრია

29 ოქტომბერი, 2014 • • 1176
მარგველაშვილი: ირაკლი ალასანია ეფექტური მინისტრია

“მე არ მგონია, რომ ალასანია მიდის. ალასანია არის ეფექტური მინისტრი. მე შემიძლია შეგიფასოთ ალასანია როგორც მინისტრი. მის მიერ ჯარში განხორციელბული რეფორმები, ძალიან მაღალი ხარისხითაა შეფასებული როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ნატოსთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების სტატუსი, რომელიც ჩვენ უელსში მივიღეთ, არის იქიდან გამომდინარე, რა რეფორმებიც… გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რეფორმები – ამაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან ცალკე აქცენტი იყო გაკეთებული. შესაბამიად, ის არის ეფექტური მინისტრი. მისი პოლიტიკური კარიერა და პოლიტიკური პოზიცია ამ შემთხვევაში ჩემთვის ნაკლებად აქტუალურია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე. ამ საკითხს გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროც. როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია სილქნეტის მომსახურების შესყიდვას, რომელიც პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვად შეაფასა და მაღალი თანამდბეობის 5 პირი დააკავა, საიდუმლო გრიფი ადევს. “საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი