ეკონომიკა

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება იზრდება

2 ოქტომბერი, 2014 •
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება იზრდება

ბიუჯეტის პროექტის თანახმად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება  2.750 მლრდ ლარით განისაზღვრა (2014 წელს – 2.658 მლრდ ლარი); 


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება – 828.9 მლნ ლარია (2014 წელი – 754.3 მლნ ლარი);


თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 625 მლნ ლარია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტში თავდაცვის დაფინანსების გეგმა 660 მლნ ლარს შეადგენდა. შემდეგ უწყების ბიუჯეტი 615.9 მლნ ლარამდე შემცირდა, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა;


2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო 600 მლნ ლარით დაფინანსდება. (2014 წელი – 600 მლნ), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 955 მლნ ლარით (2014 წელი – 875 მლნ ლარი);


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და 291 მლნ ლარს შეადგენს (2014 წელი – 263.5  მლნ ლარი); 4 მლნ ლარით არის გაზრდილი ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი და 100 მლნ ლარს შეადგენს (2014 წელი – 96 მლნ ლარი); 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 120  მლნ ლარია (2014 წელი – თავდაპირველად დაგეგმილი იყო  87 მლნ ლარი, თუმცა ეს გეგმა გაიზარდა 131 მლნ ლარამდე „დელტას“ დაფინანსების გამო);


2015 წლის ბიუჯეტის პროექტში იზრდება ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება და 135 მლნ ლარს შეადგენს (2014 წელი – 114.6 მლნ ლარი); იუსტიციის სამინისტროც 4,5 მლნ ლარით მეტს მიიღებს. უწყების ბიუჯეტი 65 მლნ ლარია (2014 წელი – 60.5  მლნ ლარი); 1 მლნ ლარით იზრდება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტი – 155 მლნ ლარი (2014 წელი – 154 მლნ ლარი); 10 მილიონი ლარით მეტ დაფინანსებას მიიღებს საგარეო საქმეთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 90 მლნ ლარი); 5 მილიონით მეტს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  85 მლნ ლარი (2014 წელი- 80 მლნ ლარი);


2,4 მლნ ლარით იზრდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი –  55 მლნ ლარი (2014 წელი – 53.9 მლნ ლარი); 4 მილიონით არის გაზრდილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაფინანსება – 35 მლნ ლარი (2014 წელი – 31  მლნ ლარი); 12 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი  – 60 მლნ ლარი (2014 წელი – 48 მლნ ლარი);


არ შეიცვალა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება – 1.350 მლნ ლარი (2014 წელი – 1.350 მლნ ლარი); ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი – 2.8 მლნ ლარი (2014 წელი – 2.8  მლნ ლარი);


100 000 ლარით გაიზარდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება –  1 მლნ ლარი (2014 წელი – 900 ათასი ლარი).

 

საპარლამენტო განხილვების შედეგად 2015 წლის ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განიცადოს, ვიდრე წლის ბოლომდე მთავარი საფინანსო დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგება. 


მასალების გადაბეჭდვის წესი