ეკონომიკა

ყველის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე – არის თუ არა საქართველო მზად

18 ივნისი, 2014 • • 6160
ყველის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე – არის თუ არა საქართველო მზად

მისი თქმით, ევროსტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ 4–5 ფერმაში კონტროლდება პროცესი ფერმიდან ჩანგლამდე”.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)  ფარგლებში ევროკავშირის ბზარზე საქართველოს  1 650 ტონა რძის ნაწარმის გატანა შეუძლია.   

 

ყველის საწარმო კურდღელაურში
ყველის საწარმო კურდღელაურში

“ევროკავშირის სტანდარტზე გადასვლის პროცესი ფერმებიდან უნდა დაიწყოს. აქტუალურია, თუ რითი იკვებება საქონელი, როგორია მისი ჯანმრთელობა და ჯიშწარმოება. მკაცრად  უნდა გაკონტროლდეს წარმოებული პროდუქტის ბიოორგანიქტიკა” – ამბობს საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი ანა მიქაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში  აცხადებენ, რომ უწყებას პროდუქტის ხარისხის დასადგენად სპეციალური ლაბორატორია აქვს, რომელსაც   ISO 17 025  სერტიფიკატი მიენიჭა. ფერმერული მეურნეობების გასავითარებლად კი მთავრობამ “შეღვათიანი აგროსესხის” პროექტი დაიწყო.

“სურსათის კვლევაზე შემოსული ნიმუში ზუსტად ისე მოწმდება, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ლაბორატორია თანამედროვე მეთოდებით ახდენს ვეტერინარული დაავადებების დიგნოსტიკას”, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი  ლალი მაძღარაშვილი.

რა სჭირდებათ ფერმერებს იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული რძე და ყველი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ?   

ფერმერებმა ევროაკავშირის ბაზარზე გასასვლელად  წარმოება ტექნოლოგიურად უნდა   გადაიარაღონ  და იაფი კაპიტალი მოიზიდონ.

“წარმოების სტანდარტი რომ ავწიო, საამქროში ახალი ტექნოლოგიები უნდა დავნერგო, ამისთვის კი დამატებითი ინვესტიცია მჭირდება” – ამბობს  ფერმერი გოჩა ღაღაშვილი, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ყველის საწარმოს ფლობს.

მას ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ “ცივის ყველის” ქვეშ 9 სახეობის პროდუქტი გამოაქვს და წელიწადში 1,5 –2 ტონამდე დაფოსოებულ ყველს ყიდის.

 

ფერმერმა  სახელმწიფოსგან 30 000 დოლარის “შეღავათიანი აგროსესხი”(5-წლიანი 3 პროცენტში) გასულ წელს მიიღო.  საწარმოში  რძეს ადგილობრივი გლეხები აბარებენ და  მისი წარმადობა დღეში 2 ტონას აღწევს.

“ვცდილობ ევროკავშირის ბაზარზე გასვლას, ყველის სტანდარტი რომ ავწიო, მჭირდება მინი ლაბორატორია რძის ხარისხის შესამოწმებლად, ამისთვის კი დამატებით  80 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოვახდინო” –ამბობს ღაღაშვილი

ევროკავშირის მოთხოვნები რძეზე და რძის პროდუქტების ხარისხზე მაღალია. რძეში არ უნდა იყოს ანტიბიოტიკის მაჩვენებლები და სომატური უჯრედების რაოდენობა გაზრდილი.

“ფერმა მარგებელი” ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. რძის ქიმიურ შემადგენლობას ლაფტოსკანებით ვაკონტროლებთ. რძის მიკრობიოლოგიას ყოველდღიურად კომპანია “სანტე” საკუთარ ლაბორატორიში ამოწმებს. როცა ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდება, ვეცდებით ევროკავშირის ბაზარზე გავიდეთ,” – ამბობს “ფერმა მარგებელის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყაზარაშვილი.  

ფერმა მარგებელი”  თელეთში “მარგებელმა ჰოლდინგმა”  2008 წელს ააშენა.

კომპანიის მფლობელებმა შვეიცარიიდან  წაბლა–შვიცური და  წითელ–ჭრელი ჰოსტინური ჯიშის საქონელი შეისყიდეს. “ფერმა მარგებელს” 200 სული საქონელი ჰყავს. წარმადობა დღეში 2 000 ლიტრია. ფერმაში  რძეს ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია  “სანტე” ყიდულობს.

ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გეგმავს “ყვარელის ბაგაც”: “თუ რძის ევროპაში გატანას გადავწყვეტთ, ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვლენ და ფერმას შეამოწმებენ. პროცესი ცხოველის სადგომიდან პროდუქტის წარმოებამდე უნდა გაკონტროლდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რითი იკვებება ცხოველი და დამზადებული საკვები თუ არის ეკოლოგიურად სუფთა. ჯერ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით რძეს, თუ ჭარბი წარმოება გვექნება, ალბათ სხვა ბაზრებსაც ავითვისებთ.”

“ყვარელის ბაგამ”  ფერმის ასაშენებლად სახელმწიფოსგან 600 ათასი დოლარის “შეღავათიანი აგროსესხი” აიღო და 132 ჰოლშტეინის ჯიშის დეკეული გერმანიდან ჩამოიყვანა(1 ძროხის ფასი არის 2,5 ათასი ევრო). ფერმის წარმადობა დღეში 3 ტონა რძეს შედგენს, რომლის რეალიზება  ადგილობრივ ბაზარზე 100 % –ით ხდება.

ევროკავშირის ბაზარზე ყველის გაყიდვებით გერმანია ლიდერობს.   2013 წელს ევროკავშირის ბაზარზე ამ ქვეყანამ  564 810 ტონა ყველი გაყიდა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი (462 542 ტონა), მესამეზე- იტალია (237 600 ტონა), მეოთხეზე ჰოლანდია- (196 500 ტონა) .

ევროკავშირის ბაზარზე  1 კოლოგრამი მასკარპონეს ბრენდის  ყველი 4,20 ევრო ღირს. ყველაზე მაღლი ფასი აქვს  პარმიზანის ბრენდის ყველს. 1კგ პარმიზანის ფასი 9,8 –10,6 ევროა.

ფერმერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული რძე და ყველი ევროპულს ფასში კონკურენციას ვერ გაუწევს:

“მაღალი კლასის პროდუქციის წარმოების მიუხედავად, “სანტა–ალპიას” პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება გაუჭირდება, რადგან ევროპაში ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული და რძის პროდუქტების თვითღირებულება საქართველოსთან შედარებით დაბალია. შესაბამისად, ფასში კონკურენცია გაგვიჭირდება “ – ამბობს  დარეჯან კანთელაძე, რომელიც  წალკაში მაღალი კლასის ფერმას და საწარმოს ფლობს.

მეწარმემ ფერმა  2008 წელს მილენიუმის თანადაფინანსებით ააშენა. სააწარმო “სანტა–ალპიას” ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველს აწარმობს და  ადგილობრივ ბაზარზე გამოაქვს. 1 კგ ყველის საშუალო ფასი 8,50 ლარია.

ფერმერს მიაჩნია, რომ ქართულმა რძის პროდუქტებმა ევროპის ბაზარზე ბიოპროდუქტის ნიშა უნდა დაიკავოს:

 

“მალე ევროკავშირის ბაზარზე არსებული სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება, ვცდილობთ მაღალი ხარისხის პროდუქცია შევქმნათ. ევროკავშირის ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია. ჩვენ “ელკანას”  წევრი ვართ და ერთ წელიწადში ბიოსერთიფიკატს ავიღებთ და ევროკავშირის ბაზარზე ბიოყველს გავიტანთ”.

ფერმერი ამბობს, რომ ბიოყველის წარმოების პროცესში მნიშვნელოვანია, თუ რითი იკვებება ცხოველი:

“ჩვენ მსხვილფეხა საქონლის საკვებს თვითონ ვაწარმოებთ. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ქერი და სოიო. ამიტომ მიგვაჩნია, რომ “სანტა–ალპია” ბიოსერთტფიკატს მარტივად აიღებს. ევროკავშირის ბაზარზე ბიოყველის ფასი მაღალია. გაწეული დანახარჯების მიხედვით, ამ ბაზარზე მხოლოდ “ბიოყველის” გატანა გვიღირს.”   

საქსტატის მონაცემებით , საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ 2013 წელს 1 238.6 ათასი სული შეადგინა.

1 სულ მოსახლეზე წელიწადში წარმოებული 9 ლიტრი რძე მოდის. 2013 წელს რძის წარმოებამ 582 500 ლიტრი შედგინა. ყველის წარმოებამ- 7 490 კგ.

საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი სამი მსხვილი კომპანია “ეკო ფუდი”, “სანტე” და “სოფლის ნობათი” საქმიანიობს.

საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს რძის პროდუქტების წარმოებამ (ყველი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, იოგურტი) 604 700 ტონა შეადგინა, იმპორტმა  კი, 3 700 ტონა.     

ყველის საწარმო კურდღელაურში
ყველის საწარმო კურდღელაურში

ფერმა ყვერელის ბაგა
ფერმა ყვერელის ბაგა

 

ფერმა ყვარელის ბაგა
ფერმა ყვარელის ბაგა

მასალების გადაბეჭდვის წესი