ეკონომიკა

თაფლი საქართველოდან ევროკავშირში – ანტიბიოტიკით და მის გარეშე

10 ივნისი, 2014 • 3580
თაფლი საქართველოდან ევროკავშირში – ანტიბიოტიკით და მის გარეშე

“საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შედის ღვინო, წყალი და თხილი. ქვეყანაში არის კარგი თაფლი და მისი გატანა იქნება უფრო მარტივი, ვიდრე სხვა პროდუქტების.”

ეს კომენტარი მატი ლამპმა 30 მაისს ქუთაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციტივით თაფლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობა 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.  (DCFTA) –ს ფარგლებში რეგულირდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი. საქართველო ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეუზღუდავ რაოდენობას გაიტანს.

რატომ არის  ქართულ თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე  უფრო მარტივი და რა გეგმები აქვთ სახელმწიფოს და ფერმერებს?

„თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ფალსიფიკაციას საკმაოდ ადვილად გამომჟღავნდება ევროპული ლაბორატორიების მიერ“– ამბობს   ორგანიზაცია “ფუტკარა”–ს ხელმძღვაენლი მიხეილ თეთრუაშვილი.

ევროპისა და ამერიკის ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა თაფლის რეალიზაციის პრობლემა დღეს აქტუალურია. ამ ქვეყნებში გავრცელებულ დაავადება „ფუტკრის სიდამბლეს“ ფერმერები ანტიბიოტიკებით ებრძვიან, რის შემდეგაც თაფლის ფალსიფიცირების ალბათობა იზრდება:   

„საქართველოში „ფუტკრის სიდამბლის“  გავრცელების შემთხვევები მცირეა, ამიტომ ქართველმა ფერმერებმა ანტიბიოტიკების მოხმარება უნდა შეზღუდონ. „ფუტკრის სიდამბლის“ საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტიბიოტიკის ნარჩენები რჩება თაფლში, რასაც ლაბორატორიული ანალიზი მარტივად აჩვენებს. აშშ–ს  და ევროპას აქვთ შესაბამისი ნორმები და მკაცრი  შეზღუდვა ანტიბიოტიკებზე. თუ ქართულმა თაფლმა არსებული სტანდარტი არ დააკმაყოფილა, პროდუქტი ევროკავშირის და აშშ–ის ბაზარზე ვერ შევა.“

კომპანია მოფერის კონსულტანტი დარეჯან ბაღიაშვილი თაფლის მწარმოებელ ფერმერებს კონსულტაციებს უწევს და ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებთან მიახლოებში ეხმარება . კონსულტანტი ამბობს, რომ ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გატანის პერსპექტივა  მაღალია, თუმცა პროდუქტში, პირველ რიგში, არ უნდა იყოს ანტიბიოტიკები და მძიმე მეტალები:

„ქართული თაფლი სანიტარულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ევროპული ლაბორატორიები პროდუქტში არსებულ ანტიბიოტიკებს და მძიმე მეტალებს მარტივად აგდებს. სკები არ უნდა იყოს განლაგებული ცხოველთა სადგომებთან და საპირფარეშოებთან.  საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ  ლაბორატორია არ გვაქვს. უნდა ვიცოდეთ როგორი ხარისხის თაფლს ვუკეთებთ რეალიზაციას და რას ყიდულობს მომხმარებელი.“  

კომპანია “ბრეტი”  GSP + –ის ფარგლებში ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანას რამდენიმე წელია ცდილობს:

„გასულ წელს თაფლის 44 სინჯი გავაგზავნეთ რიგის ლაბოატორიაში. აქედან 18 სინჯში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. 22 –მა ნიმუშმა ევროკავშირის და აშშ–ის ბაზარზე არსებული სტანდარტები დააკმაყოფილა“ –ამბობს  კომპანია „ბრეტის“  ხელმძღვანელი გიორგი კეპაშვილი.

მსხვილი ფერმერი ამბობს, რომ მისი საწარმო ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აქტიურად ემზადება:

„ევროკავშირის ბაზარზე გასატანი თაფლი ორგანექტიკულად უნდა იყოს ერთი ფერის. დღეს მხოლოდ „ბრეტის“ ქარხანას აქვს საშუალება მიიღოს და გადაამუშავოს რამოდენიმე ასეული ტონა ერთი ხარისხის თფლი.

ქარხანა 2010 წლიდან არსებობს და მისი წლიური წარმადობა  არის 600 ტონა.   ჩვენ გვაქვს 10 ტონა  თაფლის ნაშთი და ველოდებით ევროკავშირის ბაზრის გახსნას“.

ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის  შეტანის სტრატეგია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზად აქვს, რომლის დამტკიცებაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ბრიუსელში მოხდება:  

“სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გამოიცა სპეცილური ბრძანება თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით. სამინისტროს ლაბორატორიამ უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა და უნდა დაინერგოს ყველა ის პარამეტრი, რასაც ევროკავშირი ითხოვს. დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დამატებითი დანადგარების შეძენა, რის შემდეგეც თაფლზე სრული პარამეტრების კვლევა მოხდება. ასევე მიმდინარეობს იმ ფერმერების სერტიფიცირება და მონიტორინგი, ვინც თაფლს აწარმობს” –  ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე

ქართული თაფლის ექსპორტიორებისთვის აზიის და აფრიკის ბაზარია ხელმისწვდომი. 2013 წელს საქართველოდან თაფლის  ექსპორტი 6 ქვეყანაში განხორციელდა.  აზერბაიჯანში თაფლის ექსპორტმა  2,6 ტონა, არაბთა გაერთიანებულ ემირატებში 0,5 ტონა, ერაყში 1,3 ტონა, ლიბანში 0,3 ტონა, ლიბიში 12,9 ტონა, საუდის არაბეთში 7,1 ტონა შეადგინა.

ლიბიაში და საუდის არაბეთში საქართველოდან თაფლი ექსპორტზე ორგანიზაცია “ფუტკარა”–მ  გაიტანა.

„ამ ქვეყნების კანონმდებლობით არ არის მკაცრი მოთხოვნები თაფლში ანტიბიოტიკების შეზღუდვაზე. თუმცა სურსათის უვნებლობა მოწმდება“.

ევროკავშირის ბაზარზე თაფლის მთავრი მომწოდებელი შვეიცარიაა. 2013 წლის მონაცემებით ამ ქვეყნამ 1 004 ათასი ტონა თაფლი აწარმოა.

ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ ყვავილის თაფლის ფასი  5,55 –დან  12 ევროს ფარგლებში მერყეობს.  აკაციის თაფლის ფასი 7,5 –8 ევროა. საქართველოში 1 კილოგრამი თაფლის ფასი 14–18 ლარია.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს, თაფლის წარმოების 27,3% ჩინეთზე მოდის, 13,3%- ევროკავშირის ქვეყნებზე, 5,8% -თურქეთზე. მსოფლიო წარმოებაში მეოთხზე ადგილზეა უკრაინა [4,3%,], შემდეგ აშშ– [4.1% ]და რუსეთი –3,7%.   

თაფლის ადგილობრივმა წარმოებამ  საქსტატის მონაცემებით  2010 წელს  – 4,2 ათასი ტონა, 2011 – 2,7 ათასი ტონა, 2012 – 4,1 ათასი ტონა შეადგინა.  2013 წლის მონაცემები ზუსტდება.

თაფლი
თაფლი

მასალების გადაბეჭდვის წესი