ეკონომიკა

ხადური: დაუბეგრავი მინიმუმი დასაქმებულებს მეორე და მესამე კვარტალში დაუბრუნდებათ

20 იანვარი, 2014 •
ხადური: დაუბეგრავი მინიმუმი დასაქმებულებს მეორე და მესამე კვარტალში დაუბრუნდებათ

ხადურის განცხადებით, 1 აპრილამდე მოხდება იმ ადამიანების შემოსავლების დეკლარირება, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარზე მეტი არ არის:

ხადური
ხადური

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უკვე აქვს დაზუსტებული ბაზები, რომელ ადამიანს დაუბრუნდება თანხა და ვის არ დაუბრუნდება. დაახლოებით 170 მლნ ლარი დაბრუნდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მანამდე კი შემოსავლების სამსახური წინასწარ გამოაცხადებს, და ადამიანები, რომელთაც დარიცხული შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლები ჰქონდათ, უნდა მივიდნენ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, წარადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბანკის თანამშრომელი ბაზაში გადაამოწმებს ინფორმაციას  და თუ ადამიანი მოთხოვნას აკმაყოფილებს, მის ანგარიშზე უახლოესი, ალბათ, მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში დაირიცხება მაქსიმუმ 360 ლარი, ანუ 150 ლარი თვეში არის გათავისუფლებული გადასახადისაგან და აღნიშნული 150 ლარის 20% გამრავლებული 12-ზე არის 360 ლარი, რომელიც დაუბრუნდება ადამიანებს მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში. საგადასახასდო კოდექსი ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას 1 აპრილამდე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი 500 ლარია, თვითონ დეკლარირებას არ აკეთებენ და მათ ნაცვლად ინფორმაციას ბანკებს ჩვენ მივაწვდით, უბრალოდ, ისინი თავიანთი პირადობის მოწმობის ნომრის მიხედვით გადაამოწმებენ“.


2013 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ და წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი საარსებო მინიმუმის 20%–ს უკან დაიბრუნებენ. მათი წლიური ხელფასიდან 1800 ლარი, საბოლოო ჯამში, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება და 360 ლარი უკან დაუბრუნდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი