ეკონომიკა

ლარი უფასურდება

16 იანვარი, 2014 •
ლარი უფასურდება

16 იანვრისთვის განსაზღვრულ კურსთან შედარებით ლარი აშშ დოლარის მიმართ 0,0106 პუნქტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ – 0,0137 პუნქტით.

ფული
ფული

 

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის სავარლუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა და საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.7676 ლარი შეადგინა.


სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 1,77–1,78 ნიშნულზე ფიქსირდება. ევროს კურისი კი- 2,40–2,241 ნიშნულზეა. 

 

ეროვნულმა ლარმა გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. 7 ნოემბერს ლარის კურსმა ორწლიანი რეკორდი მოხსნა და აშშ დოლართან მიმართებაში 1.6792 ნიშნულზე დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი