მისი თქმით, 2012 წელს ციტრუსის ექსპორტი დაახლოებით 10 ათას ტონას შეადგენდა.
“მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა იმისთვის, რომ პროცესი წასულიყო შეუფერხებლად. ხდება უპრეცედენტო სუბსიდირება წელს, როგორც სტანდარტული, ასევე ასევე არასტანდარტული მანდარინის. კერძოდ ციტრუსის სუბსიდირებაზე წელს 13 მილიონი 800 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან 12 მილიონით მოხდება სუბსიდირება სტანდარტული მანდარინისა. სტანდარტული მანდარინის სუბსიდია 15 თეთრია კილოგრამზე, ხოლო არასტანდარტულზე 10 თეთრი. რუსეთში მნიშვნელოვანი რაოდენობა უკვე მიდის ციტრუსების. უამინდობის გამო 3 ბორანი ელოდება ბათუმის პორტში შემოსვლას. დაახლოებით 10 ათას ტონა ციტრუსს წაიღებენ.”
მინისტრის განცხადებით, ციტრუსის სუბსიდირების მიზეზი 2013 წელს მიღებული ჭარბი მოსავალი გახდა:”წელს იყო ძალიან დიდი მოსავალი. შარშან მანდარინის სარეალიზაციო ფასი შეადგენდა 50-60 თეთრს, ხოლო წელს კი იმის გამო რომ მოსავალი არის გაზრდილი, ეს ფასი შემცირდა 45 თეთრამდე. ამიტომ მიღებული იქნა ამ მეწარმეების სუბსიდირების გადაწყვეტილება.”
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში ციტრუსის ექსპორტი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ადგილობრივი ფერმერების თქმით, ისინი მანდარინის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე გატანილი ციტრუსის სტატისტიკა ასე გამოიყურება: უკრაინა – 5726 ტ, რუსეთი – 1388 ტ, ბელორუსი – 528 ტ, აზერბაიჯანი და სომხეთი – 1011 ტ, ყაზახეთი – 88 ტ, უზბეკეთი – 39 ტ, მოლდოვა – 28 ტ. საქართველოს შიდა ბაზარზე კი რეალიზებულია 1690 ტონა ციტრუსი.