ეკონომიკა

ახალი დიზაინის ასდოლარიანი კუპიურა გამოიცა

25 ოქტომბერი, 2013 • • 4456
ახალი დიზაინის ასდოლარიანი კუპიურა გამოიცა

დიზაინშეცვლილი ასდოლარიანი ბანკნოტი შეიცავს ახალ დამცავ ნიშნებს, რაც ამხელს ყალბი ფულის მჭრელებს და გაუადვილებს ბიზნესებსა და მომხმარებლებს ნამდვილი კუპიურების ცნობას.

 

ახალი ბანკნოტების გავრცელების სისწრაფეზე, მსოფლიო ბიზნესებსა და მომხმარებლებს შორის, გავლენას იქონიებს თითოეული საფინანსო დაწესებულების გეოგრაფიული მდებარეობა, მოთხოვნის დონე და შიდა განაწესი.

 

“ახალი დიზაინი მოიცავს ისეთ დამცავ ნიშნებს, რაც გააადვილებს კუპიურის უტყუარობის დადგენას და გაართულებს მის გაყალბებას”, – აღნიშნა ფედერალური სარეზერვო სამსახურის მმართველმა, ჯერომი პაულმა. “როგორც კი ახალი კუპიურა ჩაერთვება ყოველდღიურ მიმოქცევაში, დამცავი ნიშნები საშუალებას მისცემს მოსახლეობას უფრო ადვილად დაადგინონ ფულის უტყუარობა”.

 

ფედრალური სარეზერვო ბანკნოტის დიზაინის შეცვლაზე ერთობლივად იმუშავეს ფედერალურმა სარეზერვო სამმართველომ, აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ, აშშ-ის ინკრუსტირებისა და ბეჭდვის ბიურომ და აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რათა გაესწროთ მოვლენებისთვის და თავიდან აერიდებინათ ყალბი ფულის მოჭრის საშიშროება.

 

ახალი დიზაინის მქონე ასდოლარიანი კუპიურა შეიცავს ორ ახალ დამცავ ნიშანს: სამგანზომილებიან ცისფერ ბაბთას, რომელზეც გამოსახულია ზარები და 100-იანები; და სამელნეში ჩასმულ ზარს, რომელიც იცვლის ფერს. დამატებული ახალი ნიშნები და წინა დიზაინიდან შენარჩუნებული ძველი ნიშნები, საშუალებას მისცემს მოსახლეობას, ადვილად დაადგინოს ახალი დიზაინის მქოენ ასდოლარიანი კუპიურის უტყუარობა.

 

მსოფლიოს ყველა მომხმარებელს ვურჩევთ, რომ არ არის სავალდებულო ძველი დიზაინის მქონე ასდოლარიანი კუპიურების ახლით შეცვლა. აშშ-ის მთავრობის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-ის ნაღდი ფულის ყველა დიზაინი კანონიერია და ძალაში რჩება მათი გამოშვების თარიღის მიუხედავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი