ეკონომიკა

ონოფრიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე: ჩვენ საპროცენტო განაკვეთებს ვერც შევამცირებთ

21 თებერვალი, 2013 •
ონოფრიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე: ჩვენ საპროცენტო განაკვეთებს ვერც შევამცირებთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობს.

 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი განმარტავს, ცვლილებების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ბანკს შეეძლება ლიცენზია არ გასცეს:

 

“რიგ შემთხვევებში, როცა მნიშვნელოვანი წილის მყიდველი იქნება რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, რომ გონივრული მოქმედებების ფარგლებში არ გასცეს ლიცენზია, თუ ხედავს, რომ ამაში გარკვეული ფინანსური სტაბილურობის საფრთხე შეიძლება შეიქმნას, ან ეწინააღმდეგება სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი. ამ კანონით  ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგვაქვს ის სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე აქვს უამრავ სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყანას.” 


მისვე თქმით, აღნიშნული ცვლილებები საპროცენტო განაკვეთების შემცირების საკითხს არ მოიცავს, თუმცა პარლამენტი ამ საკითხზე მუშაობს:


“ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ, რომ მომავალში მაინც უფრო სხვანაირად ხდებოდეს რეგულირება, თუმცა, ზოგადად, დამოუკიდებელი, თავისუფალი ეკონომიკის პირობებში ჩვენ საპროცენტო განაკვეთებს ვერც შევამცირებთ, ვერც დავავალებთ. მაგრამ  შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი და გარკვეული მოთხოვნები უფრო კონკრეტულად იყოს გაწერილი, რომ ვინმე არ დარჩეს მოტყუებული. პირველ რიგში, მომხმარებელი და გამცემიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელები და მენეჯმენტი, რომ იცოდნენ, ზუსტად რა არის მათი უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა. “

მასალების გადაბეჭდვის წესი