ეკონომიკა

ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

27 ნოემბერი, 2012 • 1292
ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თვალაბეიშვილი ნავთობისა და გაზის სფეროში გამოცდილი კადრია, იგი მუშაობდა USAID-ის და MCG-ის პროექტების მენეჯერად, ასევე, მსოფილიო ბანკის თბილისის ოფისში.

 

”დავით თვალაბეიშვილის დანიშვნა გააძლიერებს კომპანიის ინტერესებს და გაზრდის მის ღირებულებას, უფრო ეფექტურს გახდის კომპანიის მენეჯმენტს და, შესაბამისად, კორპორაციისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება. კორპორაცია საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად იმუშავებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე ამ მიმართულებით დგას,” – განაცხადა კოვზანაძემ.

 

”ვიცი, რომ კორპორაციაში არის პროფესიონალთა გუნდი. შევეცდები, კომპანია უფრო წარმატებული გახდეს საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად,” – აღნიშნა თვალაბეიშვილმა.

 

2007 წლის სექტემბრიდან დღემდე  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ზურაბ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი