ეკონომიკა

მერია 55 პრესტიჟული ლოტის მყიდველს არ ასახელებს

1 დეკემბერი, 2011 • 995
მერია 55 პრესტიჟული ლოტის მყიდველს არ ასახელებს

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო „1000 ჯიხურის“ პროექტის ფარგლებში გამართული აუქციონის გამარჯვებულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს არ ასახელებს.

ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მთიშვილი განმარტავს, რომ აუქციონში გამარჯვებულების შესახებ  მას შემდეგ  გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება. მაშინ ინფორმაცია ყველასთვის  ხელმისაწვდომი გახდება.

თამარ  მთიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ  მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში 8 აუქციონი ჩაატარა და 400 ლოტი გამოიტანა.  50 ლოტზე აუქციონი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„ეს აუქციონი არ მოიცავს შეზღუდვებს და არ ავრცელებს შეღავათებს გარკვეულ პირებზე და კომპანიებზე. ბოლო სტატისტიკით, 400–დან ინტერესი დაფიქსირდა 125 ლოტზე, ხოლო 275 ლოტზე განაცხცადი არ შემოსულა“–აცხადებს თამარ მთიშვილი.

მისი თქმით, აუქციონი ჩატარდა ობიექტურად. აქტივობა ფიქსირდება გარკვეულ ერთეულებზე, მათი ადგილმდებარეობიდან და საზოგადოებრივი მიზნებიდან გამომდინარე. აუქციონზე ყველაზე მძაფრი კონკურენცია 55 ლოტზე დაფიქსირდა, ხოლო 70 ლოტზე ინტერესი ნაკლები იყო.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, „მაცნემ“ 4 აუქციონში განაცხადი 12 ლოტზე გააკეთა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ხოლო შპს „ელვა სერვისმა“ 7 აუქციონში განაცხადი 60 ლოტზე გააკეთა. 8 ლოტზე კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა, ხოლო 8 ლოტი უკონკურენციოდ მიიღო.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ  ჯიხურების აუქციონში ყველაზე მეტ ლოტზე კომპანია „ნუგეშმა“, „კოდამ“ „კუმისმა“  გაიმარჯვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი