ეკონომიკა

ბიზნესში ბრუნვის მიხედვით ვაჭრობა პირველ ადგილზეა

19 ოქტომბერი, 2011 • 1008
ბიზნესში ბრუნვის მიხედვით ვაჭრობა პირველ ადგილზეა

საშუალო  თვიურმა  ხელფასმა   ბიზნეს სექტორში  592.7  ლარი შეადგინა,  მათ შორის ქალების– 414.9 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:  მსხვილი ბიზნესი – 755.2 ლარი, ƒ საშუალო ბიზნესი – 395.0 ლარი,  მცირე ბიზნესი – 312.9 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ  „ვაჭრობა;  ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: ƒ „ვაჭრობა;  ავტომობილების,  საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ –  47.8 პროცენტი,  „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 16.1 პროცენტი, ƒ „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 13.6 პროცენტი,ƒ „მშენებლობა“ – 6.9 პროცენტი,  „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“  – 5.6 პროცენტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ  „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:ƒ„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 28.0 პროცენტი,  „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 17.9 პროცენტი,  „ვაჭრობა;  ავტომობილების,  საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 15.5 პროცენტი,  „მშენებლობა“ – 13.0 პროცენტი,  „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“ – 6.5 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას,  საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ  „დამამუშავებელი მრეწველობა“  და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:  „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 17.7 პროცენტი, „ვაჭრობა;  ავტომობილების,  საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების    საგნებისრემონტი“ – 17.1 პროცენტი,  „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 14.2 პროცენტი,  „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 12.7 პროცენტი, “მშენებლობა“ – 10.1 პროცენტი.

განსხვავებული ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში: დასაქმებულ  ქალთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ  „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: ƒ „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 27.9 პროცენტი,  „ვაჭრობა;  ავტომობილების,  საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 18.9 პროცენტი,  „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 14.5 პროცენტი,  „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 7.7 პროცენტი,  „განათლება“ – 6.9 პროცენტი. დასაქმებულ  კაცთა მთლიან რაოდენობაში კი პრევალირებენ  „დამამუშავებელი მრეწველობა“   და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:  „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 19.7 პროცენტი,  „ვაჭრობა;  ავტომობილების,  საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი    მოხმარების საგნების, რემონტი“ – 16.0 პროცენტი,ƒ „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 15.9 პროცენტი,  „მშენებლობა“ – 15.6 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით,  იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 8.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი