კინოხელოვნება

მუსიკალური ფილმები „ინტერნაციონალში“

26 იანვარი, 2010 •
მუსიკალური ფილმები  „ინტერნაციონალში“
ყოველ შაბათს წარმოდგენილი იქნება ფილმები ცალკეული მუსიკოსების,  მუსიკალური ჯგუფებისა და მიმდინარეობების შესახებ, მიმართულებას კოორდინაციას მულტიმედია არტისტი ლევან წულუკიძე გაუწევს. პარასკევობით მაყურებელი გია მასალკინის და ზვიად ელიზიანის მიერ შეთავაზებულ მხატვრული კინოს პროგრამას ნახავს. გათვალისწინებული იქნება მაყურებლის სურვილებიც. პროგრამა 30 იანვარს იწყება დოკუმენტური ფილმით სამი ლეგენდარული როკ-მუსიკოსის შესახებ: „ხმაური იწყება“ (2008). საღამოს მუსიკოსი გია ჭელიძე გაუძღვება.
 
ორგანიზატორები საღამოებზე მუსიკოსების მოწვევას მომავალშიც გეგმავენ. ისინი აპირებენ პროექტი დასაფინანსებლად ბათუმის მერიას წარუდგინონ და დახმარება აჭარის კულტურის სამინისტროსაც სთხოვონ. კერძო სპონსორების იმედი მათ ნაკლებად აქვთ. ამ ეტაპზე კლუბი ცარიელ ენთუზიაზმზე იწყებს მუშაობას. ისევე, როგორც თავის დროზე ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალმა დაიწყო. 
მსგავსი პროექტი – Art-in-residence – პროგრამის ორგანიზატორებს აქამდეც განუხორციელებიათ (2006 კვარიათი). მაშინ ბათუმის ხელოვანთა სახლს „არგანის“ სახელით მოქმედებდნენ.  
სეანსები კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ მოეწყობა. კინოთეატრი დიდი ხანია უფუნქციოა. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის კლუბის ახალი პროექტით ამ სივრცის ხელახალი გამოცოცხლებაც მოხდება. რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია!

მასალების გადაბეჭდვის წესი