ხელოვნება

თბილისში წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

28 მაისი, 2015 •
თბილისში წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

“ქართველი ადამიანისათვის წიგნი ყოველთვის იყო სულიერი საზრდო. წიგნი შეუცვლელია და მგონია, რომ რაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, ის ვერასოდეს მოიგონებს რაიმეს მასზე უკეთესს. მოხარული ვარ, რომ ყოველ წელს იზრდება ინტერესი წიგნის ფესტივალის მიმართ,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია წიგნის ფესტივალზე
დავით ნარმანია წიგნის ფესტივალზე

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე კი აცხადებს, რომ თბილისის წიგნის ფესტივალი უკვე არის საერთაშორისო დონის მოვლენა.

 

“მე მახსოვს, როგორ იბადებოდა ეს ფესტივალი და მიხარია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითვისებთ მსოფლიოს იმ საინტერესო ტრადიციას, რასაც წიგნის ფესტივალები ჰქვია. წელს საერთაშორისო ასპარეზს კიდევ უფრო დავუახლოვდით, რადგან უკვე გვყავს სტუმარი გამომცემლები არაბული ქვეყნებიდან,”- აცხადებს ქეთევან დუმბაძე.

სერბი მწერრალი იასმინა მიხაილოვიჩი
სერბი მწერრალი იასმინა მიხაილოვიჩი

 

წელს ფესტივალს ესწრება სპეციალური სტუმარი, სერბი მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი, რომელიც ასევე ცნობილი მწერლის მილორად პავიჩის მეუღლეა. გამომცემლობა “ინტელექტი” იასმინა მიხაილოვიჩის წიგნის ქართულ თარგმანს ოფიციალურად ხვალ წარუდგენს ქართველ მკითხველს. მანამდე კი მწერალი ექსპო ჯორჯიაში შეკრებილ საზოგადოებას წიგნის ფესტივალების მნიშვნელობაზე ესაუბრა, გაიხსენა საკუთარი სიყვარულის ისტორია და დაარიგა ავტოგრაფები.

 

“ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ერთდროულად ორ მწერალს წარმოვაგდენ,” – ამბობს იასმინა მიხაილოვიჩი.

 

ფესტივალში მონაწილეობას 60-ზე მეტი გამომცემელი იღებს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, წლევანდელ ფესტივალზე წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი რაოდენობის ფართი გაქირავდა.

წიგნის ფესტივალი 2015
წიგნის ფესტივალი 2015

 

“ჩვენ დავდეთ კონტრაქტი შარჟას წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან და მათთან თანამშრომლობის შედეგად წელს დაგვემატა 5 არაბული გამოცემა. საქართველო რეგიონის ცენტრალურ საგამოფენო არენად იქცა, ასე რომ, გვყავს აზერბაიჯანელი სტუმრებიც. ბოლო წლებში აქტიურად ითარგმნება ქართველი ავტორები, თუ აქამდე წელიწადში მხოლოდ 4-5 მწერალი ხვდებოდა ამ სიაში, წელს 20-ზე მეტია,” – აცხადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან კიღურაძე.

 

საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს ესწრებიან შარჟას წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები გაერთიანებული ემირატებიდან და რამდენიმე გამომცემელი არაბული ქვეყნებიდან.

 

“ბევრი ადამიანი შეჩერდა და დაინტერესედა ჩემი წიგნებით. დღეს ფესტივალზე საბავშვო წიგნები მაქვს გამოტანილი და ქართულ გამომცემლობებს ვთავაზობ სათარგმნად. ასევე მინდა, რომ შევარჩიო ქართული წიგნები, რომლებსაც არაბულ ენაზე ვთარგმნი. ეს ჩემთვის ახალ ზღვაში თევზაობა იქნება – არაბული გამომცემლობები თარგმნიან ძირითადად ინგლისურიდან, ფრანგულიდან, ესპანურიდან და ქართული ლიტერატურა სრულიად ახალი იქნება ჩემს ქვეყანაში,”- აცხადებს “ჰუდჰუდუს” გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი, ალი ალშაალი.

 

ქართული გამომცემლობების სტენდებთან უკვე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. განსაკუთრებით “ინტელექტის”, “სიესტას”, “პალიტრა L”-ისა და “დიოგენეს” თაროებთან. წელს ფესტივალს არ ესწრება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. მსურველებს ინგლისურეოვანი წიგნების შეძენაც შეეუძლიათ.

 

“წელს გამოვჩნდით ქართულ ლიტერატურულ სფეროში და პირველად ვართ ფესტივალზე. აქტიურობა კი მოსალოდნელზე მეტია. რიგები არ წყდება ჩვენს სტენდთან. იყიდება როგორც ნათარგმნი ლიტერატურა, ისე ქართველი მწერლების შემოქმედება,”- აცხადებს გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” დამაარსებელი ირაკლი ბაკურიძე.

 

დამთვალიერებლთა შორის ჭარბობენ ახალგაზრდები. ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა წიგნების ფასებთან დაკავშირებით.

 

“ზოგადად კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წიგნებზე ფასები გაზრდილია და ამიტომ ფასდაკლებებიც შესამჩნევი აღარ ხდება, რაც ძალიან აზარალებს ჩემს სტუდენტურ ჯიბეს,” – ამბობს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ცინცაძე.

 

საგამოფენო დარბაზში სოფელ უწერას სკოლის მოსწავლეებმაც გამოიტანეს საკუთარი სტენდი, მაგრამ ისინი წიგნებს არ ყიდიან. ბავშვები შემოწირულობას აგროვებენ სკოლის ბიბლიოთეკისათვის.

 

“როცა სოფელში ჩავედი, დაცარიელებული ბიბლიოთეკა დამხვდა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში კამპანია წამოვიწყე, მეგობრებს ვთხოვდი ჩვენთვის წიგნები ეჩუქებინათ. კამპანიის ფარგლებში თბილისში გამოფენაზე წამოსვლა გადავწყვიტეთ. ახლა აქ მოვაწყეთ კუთხე და ჩამოვიტანეთ დიდი ჩემოდანი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და გვაჩუქოს წიგნები. ჯერ მხოლოდ 2 წიგნი გვავქს,” – ამბობს პროგრამა “ასწავლე საქართველოს” მონაწილე ლელა კოტორაშივილი, რომელიც ერთი წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწალის უწერის სკოლის მოსწავლეებს.

თბილისის წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისამდე გაგრძელდება. პავილიონები დამთვალიერებელს დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე უმასპინძლებენ.

წიგნის ფესტივალი 2015
წიგნის ფესტივალი 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი